“მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა და მონაწილეობა მიიღონ სატელევიზიო დებატებში”

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს Covid-19 დაუდასტურდა - PTN.GEპარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძეь ოპოზიციას მოუწოდა,  გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში. მისი თქმით, ოპოზიცია კვლავაც თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისგან და იგონებს სხვადასხვა საბაბს, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით.

„ჩვენ, ოპოზიციას ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე არაერთგზის შევთავაზეთ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა, რათა საზოგადოებას მიეღო სრული ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღესაც მზადაა, ამგვარ დებატებს უმასპინძლოს.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიურად, სხვადასხვა საბაბით აარიდეს მათ მანამდე თავი უბნების გადათვლას და უბნებზე დაყენებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გაცნობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რომ დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმის აღიარებად, რომ საუბარი არჩევნებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით  ოპოზიციასთან მოლაპარაკების საგანი ხელახალი არჩევნების ჩატარება ვერ იქნება და მმართველი გუნდი არც ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობების ვადამდელი არჩევნების საკითხს არ განიხილავს.

„მათ მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესბოით. ამის გადახედვას, ახალი არჩევნების ჩატარებას და ამ არჩევანის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არავინ აპირებს. სხვა საკითხებზე ვიმსჯელებთ, ვილაპარაკებთ და გადაწყვეტილებას, ვიმედოვნებთ, მივიღებთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

image_pdfimage_print

Comments

comments