დონალდ ტრამპი დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობას აპირებს

Trump: an exceptional president for an ordinary time - Egypt Independentგამოცემა „გარდიანმა“ დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართვის ჩანაწერი მოიპოვა, რომლის თანახმად ტრამპი დიდი ოცეულის სამიტის ლიდერებთან კიდევ  დიდხანს მუშაობას აპირებს. 

„დიდი პატივი იყო თქვენთან მუშაობა და ველი თქვენთან ერთად კიდევ დიდხანს მუშაობას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დიდი ოცეულის სამიტი წელს ვირტუალურ რეჟიმში ტარდება. მთავარი განხილვის საკითხი „კოვიდ-19“-ის პანდემია და ვაქცინის სამართლიანი დისტრიბუციის გეგმის დეტალებია.

ჯო ბაიდენის შტაბში  კი აცხადებენ,  რომ ამერიკელები არ მოითმენენ ტრამპის მცდელობას, შეცვალოს არჩევნების შედეგები. აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შტაბის წევრები ამგვარად გამოეხმაურნენ პენსილვანიის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ტრამპის ადვოკატების მიერ შეტანილი მორიგი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

„სასამართლოს უკეთ ამას ვერავინ იტყოდა. ჩვენი ქვეყანა მეტს ვერ მოითმენს ტრამპის მცდელობებს, შეცვალოს არჩევნების შედეგები, რომელშიც ის დამარცხდა“, – წერია ბაიდენის შტაბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, პენსილვანიის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტრამპის ადვოკატების მოთხოვნა და უარი თქვა ფოსტით გაგზავნილი შვიდი მილიონი საარჩევნო ბიულეტენის გაუქმებაზე.  წინასწარი მონაცემებით პენსილვანიის შტატში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა და მან ხმების 50 პროცენტი დააგროვა, ხოლო ტრამპს ამომრჩევლების 48,8 პროცენტი მიემხრო.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ ამ დრომდე არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

image_pdfimage_print

Comments

comments