წმ. ნიკიფორე კეთროვანი:”ვირუსისგან წამალი წმ.ზიარებაა…იარეთ ეკლესიაში…ეპიდემია გაივლის”

Великомученица Анастасия Узорешительница. Православный календарь на 4 январяკორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებისთანავე   საბარძნეთში ერთერთ მორწმუნეს წმ. ნიკიფორე კეთროვანი გამოეცხადა და ახალი სენისგან დაცვა აღუთქვა.  წმიდანი შემდეგ სამჯერ ბულგარეთში მცხოვრებ  ერთერთ მართლამდიდებელ ჟურნალისტს  გამოეცხადა სიზმარში და აუწყა, რომ მისადმი აღვლენილი ლოცვით მორწმუნეებს კორონავირუსისგან დაიცავს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეპიდემია მალე გაივლის. ბერძენი წმინდანი ღირსი  ნიკიფორე  კეთროვანი მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა და  სიცოცხლის მანძილზე  მძიმე ვირუსული  დაავადებით, კეთრით იტანჯებოდა.  

მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ ბულგარელი  ჟურნალისტის მონათხრობს:

„ ღამის 4 საათზე ჩამეძინა. ძილში წმ. ნიკიფორე კეთროვანი გამომეცხადა, მაშინვე ვიცანი, შავი ანაფორა ემოსა, მარჯვენა ხელში კი ოქროს ჯვარი ეკავა.

“გააფრთხილეთ ყველა ქრისტიანი, რათა  ლოცვით მომმართონ,  მრავალჯერ. პარაკლისები იკითხონ. ვირუსისგან არსებობს წამალი, ეს წმიდა ზიარებაა. ასევე არსებობს მცენარე, ეს ქონდარია, რომელიც  ვირუსებს კლავს. მოადუღონ და დალიონ.  ნებისმიერ შემთხვევაში  ამ ძნელბედობის ჟამს არ მიატოვოთ ეკლესია, იარეთ, იქ არანაირი ჭირი არაა, იქ ვერავინ დაავადდება.“ – მითხრა წმ. ნიკიფორმა.

ეს პირველ ღამეს ვნახე.  მეორე ღამეს კვლავ გამომეცხადა და თქვა, რომ ამ ჯერზე მრავალმა ქრისტიანმა და არა ქრისტიანმა  მიმართა ლოცვით, რადგან  ამბავი მისი მეოხეობის შესახებ უკვე ფართოდ გავრცელდა. წმ. ნიკიფორემ დამაბარა მეთქვა შვილისთვის, მრავალჯერ ელოცა მის მიმართ. „მრავალჯერ“, – გაიმეორა წმინდანმა.  მომდევნო დღეს  შვილს ვკითხე:“ რამდენჯერ  ილოცე წმ. ნიკიფორის მიმართ?“ მან მითხრა, რომ მხოლოდ ერთხელ, დილით.  ავუხსენი, რომ ერთხელ არასაკმარისი იყო. НИКИФОР ПРОКАЖЕННЫЙ - Древоმესამე ღამეს  კვლავ ვიხილე წმ. ნიკიფორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ხილვიდან გამოვიტანე იყო ის, რომ ბულგარეთი გადარჩებოდა.

მე ვკითხე:“სრულიად ბულგარეთი იქნება დაცული?“ „დიახ“, – მიპასუხა მან –„ ზარები დარეკეთ, ზარები დარეკეთ, ზარები დარეკეთ!“ . ამ სიტყვებით  ზეცად ამაღლდა და ოქროს ჯვრით  აკურთხა ბულგარეთი. ბოლოს კი თქვა:“ეს ყოველივე გაივლის“. წმიდანის ხილვამ და დარიგებამ რწმენაში გამაძლიაერა, სულიერი ძალები შემმატა“– აღნიშნა ბულგარელმა ჟურნალისტმა.

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ჯანაკაკისისი)  საბერძნეთში კუნძულ კრეტაზე დაიბადა 1890 წელს.  კეთრის პირველი სიმპტომები ბავშობაშივე გამოუვლინდა.  16 წლის ასაკში ალექანდრიაში გადასახლდა, სადაც რამოდენიმე წელი დაჰყო. როდესაც ავადობამ უფრო იჩინა თავი, ერთერთი მღვდელმთავრის რჩევით ნიკოლოზი  კუნძულ ქიოსზე გაემგზავრა, სადაც  კეთროვნებისთვის განკუთვნილ  საავადმპყოფოში მოათავსეს. აქვე ბერად აღიკვეცა, სახელად ნიკიფორე დაერქვა. ნიკიფორე ბაღებასა და ბოსტნებში შრომობდა, ტაძარში გალობდა. კუნძულზე 43 წელი გაატარა. დაავადების გამო სრულად დაკარგა მხედველობა. უსაზღვრო მოთმინებისა და მოყვასისადმი სიყვარულის გამო უფალმა ნიკიფორეს  წინასწარმეტყველებისა და ნუგეშისცემის ნიჭით დააჯილდოვა. გარდაცვალების შემდეგ მის სხეულს კეთილსურნელება ასდიოდა. მის მიმართ აღვლენილი ლოცვით მრავალი სასწაული მომხდარა, რომლებიც მისმა მოწაფემ, მამა ევმენიმ ჩაწერა.

სამწუხაროდ, ქართულ ენაზე წმ. ნიკიფორეს მიმართ ლოცვები ვერ მოვიპოვეთ, გთავაზობთ ინტერნეტ–სივრცეში არსებულ რუსულენოვან ტროპარს და პარაკლისს :

  1. ტროპარი 
  2. პარაკლისი
  3. ცხოვრება, სასწაულები (სრულად)

www.premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments