მთავრობა ვირუსის გავრცელების დინამიკას უპასუხისმგებლო პოლიტიკურ აქციებს უკავშირებს

Демарш? Фракция «Республика — Ата Журт» проигнорировала присягу  правительства • Общественный фонд «Гражданская платформа»დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში  ინფიცირების შემთხვევების გაზრდა უკავშირდება ზაფხულში მობილობის სერიოზულ გაზრდას და შემდეგ უკვე დიდ თავშეყრებს, მათ შორის საარჩევნო კამპანიასა და არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებს.

„რამ განაპირობა შემთხვევების ზრდა? განაპირობა, პირველ რიგში, მობილობის სერიოზულმა გაზრდამ ზაფხულში და განსაკუთრებით აგვისტოში, არ დავმალავ, პირდაპირ გეტყვით, განსაკუთებით აჭარაში, სამწუხაროდ, წესების და რეგულაციების არდაცვამ და არ გაკონტროლებამ, სექტემბერში და შემდეგ სერიოზული როლი ითამაშა დიდმა მობილობამ, რაც დაკავშირებული იყო ჯერ წინასაარჩევნო კამპანიასთან. პოლიტიკოსებისთვის ხშირად მომიწოდებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იყავით ნიღბით, ჩაატარეთ კამპანია ძირითადად გარე სივრცეებში…

წინასაარჩევნო კამპანიამ ითამაშა სერიოზული როლი მობილობის გაზრდაში, შემდეგ, რა თქმა უნდა, არჩევნების დღემ, როცა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი გამოვიდა არჩევნების პროცესში. რა თქმა უნდა, საარჩევნო უბნებზე დაცული იყო ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ყველგან, მაგრამ იყო რიგები, შემდეგ შეკრებები და ა.შ.

მაინც ვერ გადავეჩვიეთ დიდ შეკრებებს, დიდ ლხინის სუფრებს, დღესაც ბევრი ინფორმაცია ჩამიყარეს იგივე ჭირის სუფრებთან დაკავშირებით, რომ მაინც დიდი თავშეყრები ხდება. ამას გარკვეულად კიდევ ერთი ე.წ. ბუსტერის როლი მიაყოლა იმ გამოსვლებმა და დიდმა თავყრილობებმა, რაც გვქონდა. მესმის, რომ გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარია, ამას ვერ აკრძალავ და არ უნდა აკრძალო, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა დავიმახსოვროთ, რომ ადამიანის უფლებათა შორის გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარია, თუმცა მასზე ზემოთ დგას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყანაში არსებულ ვირუსის გავრცელების დინამიკას უპასუხისმგებლო პოლიტიკურ აქციებს უკავშირებს  ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია  ცქიტიშვილი.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა გახდა ამ შემთხვევების მიზეზი. ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში, ისევე, როგორც საარჩევნო პროცესის შემდგომი აქტივობა და მე აქ არ ვგულისხმობ არჩევნების დღეს, ვგულისხმობ იმ სამწუხაროდ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს, აქციებს, რომლებიც არა მარტო არ მოუწოდებდნენ თავის ამომრჩეველს, რომ პირბადე გამოეყენებინათ, არამედ პირიქით, ერთგვარი დაუმორჩილებლობის, პროტესტის სახით იყვნენ პირბადის გამოყენებისკენ. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ აქციებს, აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვხედავ, რომ მათ შორის, არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს რიცხვებში. სწორედ ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს.” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments