მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება - ,,ყოვლადწმინდა კიდობანი" - YouTubeდედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას  აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული, ანუ შესულია იმ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში, რომელიც ეკლესიის მიერაა დადგენილი.

სახარების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს – წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი 50 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული – მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა.

სამი წლის განმავლობაში მარიამი შინ იზრდებოდა, შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს.  ტაძარს თხუთმეტსაფეხურიანი კიბე ჰქონდა. წესით, პატარა მარიამს უნდა გასჭირვებოდა ამ კიბეზე მარტოს ასვლა, მაგრამ როდესაც პირველ საფეხურზე დასვეს, თითქოს ფრთებშესხმულმა დაუბრკოლებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური. ეკლესიაში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათაწმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა,  ისიც – წელიწადში ერთხელ…

ყოვლადწმინდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმინდა წერილებს, ხელსაქმობდა, სნეულებსა და დავრდომილებს უვლიდა, თავის წილ ულუფა საკვებს მათ აძლევდა და თვითონ ,,მოიღებდა საზრდოსა ხელთა ანგელოზისაითა”.
როცა მარიამმა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განუკუთვნა. ასეთი რამ მანამდე უცხო იყო დედათა შორის და ღვთის მადლით, იგი მაცხოვრის დედა გახდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება.

image_pdfimage_print

Comments

comments