“ჩვენ ნამდვილად ვეძებთ კრიზისიდან გამოსავალს, “ოცნება” ადეკვატურად ვერ აღიქვმს სიტუაციას”

ნინო ბურჯანაძე: ჩვენი პარტია დასუსტდა, მაგრამ არა ისე, რომ 5% ვერ აგვეღო ამ  არჩევნებში„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის  ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას მუდმივად აქვს  ოპოზიციაში განხეთქილების შემოტანის იმედი,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაციები გრძელდება.

„ოპოზიციის წინადადებამ, რომელიც იქნა გადაცემული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის, ნამდვილად ნათლად დაანახა ელჩებსაც და საზოგადოებასაც, რომ ჩვენ ნამდვილად კრიზისიდან გამოსავალს ვეძებთ. ოღონდ ეს გამოსავალი ცხადია, ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს და გადაყლაპოს ის ძალიან მწარე ლუკმა, რასაც გაყალბებული არჩევნები ჰქვია. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ნამდვილად არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. რაც შეგვეხება ჩვენ – გავაგრძელებთ აქტიურ პოლიტიკურ კონსულტაციებს და კონკრეტულ ნაბიჯებსაც, რათა მოვიპოვოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“,-  აღნიშნა  ბურჯანაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კრიზისის დროს სიტუაციას ადეკვატრად ვერასდროს აღიქვამს.

„ოცნებისგან“ მოლოდინები არ მაქვს, რადგან სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ვერასდროს ადეკვატურად, ვერც ერთხელ კრიზისის დროს ვერ აღიქვამს სიტუაციას. ის, რომ კოვიდინფექცია დღეს საქართველოში პრაქტიკულად ერთ სულ მოსახლეზე ლამის მსოფლიოში ყველზე მეტად გავრცელებული და გამანადგურებელი არის, ეს პრაქტიკულად კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელისუფლების არაადეკვატურობას. ხელისუფლება ვერც ერთ კრიზისულ ვითარებაში ადეკვატურ ნაბიჯებს ვერ დგამს, რათა დაიცვას საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი მოსახლეობა და ქვეყანა გადაარჩინოს კრიზისებისგან. ასე რომ, არც ამ პოლიტიკურ კრიზისში ველოდები “ოცნებისაგან” რაიმე განსაკუთრებულს“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments