„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე გიორგი გახარია წარადგინა

გიორგი გახარია: 6 თვის განმავლობაში რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი  გაკეთებულია | BM.GEმოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა.

შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აწერს ხელს.

კონსტიტუციის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას იხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

პროცედურის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. ამასთან, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

„ძალიან მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია გიორგი გახარია. მრავალი კვირის წინ ღიად განვაცხადეთ, რომ გიორგი გახარია იქნებოდა არა მხოლოდ პრემიერობის კანდიდატი, არამედ პრემიერი და დღეს, ეს დადასტურდა კიდეც. როგორც მის ვიცე-პრემიერს და ახლა უკვე დეპუტატს, ყველანაირი შესაძლებლობის მობილიზება გვექნება ჩვენს კომიტეტში, რომ მას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს კომიტეტისგან და ჩემგან, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრისგან“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის  გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტში მთავრობის წევრთა შემადგენლობის წარდგენამდე, უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართება. მისივე თქმით, მინისტრობის კანდიდატების დასახელება პრემიერ-მინისტრის კანდიდატის, გიორგი გახარიას პრეროგატივაა.

image_pdfimage_print

Comments

comments