სესხის პროცენტი 2200 სასტუმროს დაუსუბსიდირდა

Ресторан Масленица в Екатеринбурге – отзывы, фото, цены, меню, онлайн заказ  столика, телефон и адрес, официальный сайтეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნესის მხარდაჭერით სამთავრობო პაკეტის ფარგლებში, სესხის პროცენტი 2200  სასტუმროს დაუსუბსიდირდა, ხოლო იმავე პროგრამაზე განაცხადი უკვე 1400-მა რესტორანმა გააკეთა.

ამის შესახებ თურნავამ სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, მაქსიმალურად შეუმსუბუქოს ბიზნესებს ყოველთვიური ტვირთი – იქნება ეს ბანკის სესხების პროცენტი თუ კონკრეტული გადასახადის სუბსიდირება.

“მოგეხსენებათ, სხვადასხვა ინდუსტრიას ვუსუბსიდირებთ ბანკის სესხის პროცენტს და ლიზინგის პროცენტს. 2200-მა სასტუმრომ ისარგებლა სესხის სუბსიდირების პროგრამით. რაც შეეხება რესტორნებს, მათთვის ეს პროგრამა ახლახანს ამოქმედდა და უკვე 1400-მა რესტორანმა მოგვმართა. პროგრამაში არიან ჩართული ივენთ-კომპანიებიც, რომლებსაც მართლა ძალიან უჭირთ და მათაც ვუსუბსიდირებთ სესხის პროცენტს; ასევე, არიან კინოთეატრებიც… კერძო ბაღებთანაც გვქონდა შეხება და ვმუშაობთ, რომ მსგავს პროგრამაში ჩავსვათ. ეს არ არის მიდგომა, რომელიც 100%-ით აღუდგენს ვინმეს შემოსავალს, ეს არის ფინანსური ტვირთის გაზიარება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იმედოვნებს, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბიზნესს ხელს შეუწყობს და მოამზადებს, რომ  თებერვლიდან აღდგენილი ძალებით შეუდგნენ საქმიანობას.

რაც შეეხება საგადასახადო ნაწილს, ნათია თურნავას თქმით, გადასახადების გადავადების თვალსაზრისითაც ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიის და მასში შემავალი კომპანიებისთვის, მათ შორის ეს არის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება 2021 წლის განმავლობაში, საშემოსავლო გადასახადის 6 თვით გადავადება და ა.შ. მინისტრი ასევე  ბიზნესი დღგ-ის გადავადების  მოთხოვნას გამოეხმაურა:

“მესმის, რომ ვითარება რთულია. კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, აღიდგინონ ძალები, მაგრამ არის გარკვეული გადასახადები, რომელსაც ვერ და არ შევეხებით, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება ისეთი, სადაც პენსიასაც გავზრდით, მასწავლებლის და ჯარისკაცის ხელფასსაც გავზრდით, პოლიციის ხელფასიც უნდა გაიზარდოს და ამ ყველაფრისთვის უნდა მოხდეს სახსრების აკუმულირება, ამიტომ ეს ყველაფერი დაბალანსებული უნდა იყოს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

image_pdfimage_print

Comments

comments