ადამიანის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერობს

სტატისტიკა, ცხინვალი, აღწერა, მოსახლეობაადამიანის თავისუფლების ინდექსით (2020წ) საქართველო საუკეთესო ქვეყნების ჯგუფში უკვე ზედიზედ მეორედ მოხვდა, რეგიონში ლიდერობს და მსოფლიოში მე-40 ადგილი დაიკავა.

ადამიანის თავისუფლების ინდექსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ინდექსია. ის თითოეულ ქვეყანაში ადამიანთა თავისუფლებას 0-დან 10 ქულამდე აფასებს.

ინდექსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, საკანონმდებლო სისტემა, ადამიანების უფლებების დაცვა და სხვა.

შედეგების მიხედვით, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებშია. უფრო კონკრეტულად კი პირველი ათეული ახალმა ზელანდიამ, შვეიცარიამ, ჰონგ-კონგმა, კანადამ, ავსტრალიამ, დანიამ, ლუქსემბურგმა, ფინეთმა, გერმანიამ და ირლანდიამ დაიკავეს.

რაც შეეხება საქართველოს, ის 162 ქვეყანას შორის, რეიტინგში 7.87 ქულით მე-40 ადგილს იკავებს, რაც რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საუკეთესო მაჩვენებელია. საქართველო ლიდერია კავკასიასა და ცენტალურ აზიაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიისპირეთი უსწრებს.

ინდექსი ადამიანის თავისუფლების დონის მიხედვით ქვეყნებს 4 ზონაში აჯგუფებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო წელს მეორედ მოხვდა საუკეთესო, პირველ ზონაში, ანუ იმ ქვეყნებს შორის, სადაც ადამიანის თავისუფლება ყველაზე მეტადაა უზრუნველყოფილი. აქამდე საქართველო პირველი კატეგორიის ქვეყნებს შორის მხოლოდ შარშან დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ინდექსის ფარგლებში საქართველო ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით ევროპაში მე-2 ადგილზეა და მას მხოლოდ შვეიცარია უსწრებს. ევრაზიის კონტინენტის სახელმწიფოებს შორის საქართველო ასევე მეორე ადგილზე იმყოფება შვეიცარიის შემდეგ.

ადამიანის თავისუფლების ინდექსი და ანგარიში ქვეყნდება კატონის ინსტიტუტის, ფრეიზერის ინსტიტუტის და ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდის ლიბერალთა ინსტიტუტის მიერ ერთობლივად.

image_pdfimage_print

Comments

comments