“ქვეყანამ უნდა იცოდეს, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი”

 ტკბილი არ ხართ - ინგა გრიგოლია ➡ უტკბილესი ვარ - სალომე ზურაბიშვილი - TV  პირველი - MYVIDEOსაქართველოს პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი მხარს უჭერს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას და აღნიშნავს, რომ   ქვეყანამ უნდა იცოდეს, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

„მივესალმები საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას. ორი წლის წინ, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გამოძიების ვადის გახანგრძლივების თაობაზე.

ქვეყანამ უნდა იცოდეს, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ვინც ჩაატარა სახალხო რეფერენდუმი და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

image_pdfimage_print

Comments

comments