“პარლამენტში ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ”

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება მკაცრი შეზღუდვები, მით უფრო მძიმეა ეკონომიკაზე და სოციალურ მდგომარეობაზე ტვირთისაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელჩებთან მოლაპარაკებები გაიმართება და გაირკვევა, რომელი პარტიები შედიან მეათე მოწვევის პარლამენტში, რადგან საკანონმდებლო ორგანოშ  ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ წარმოდგენილი.

მისი თქმით,  მოლაპარაკების პროცესში წინადადებები ისმოდა მხოლოდ მმართველი პარტიის მხრიდან, ოპოზიცია კი ულტიმატუმებს აყენებდა.

„პარლამენტში რამდენიმე პარტიას ველოდებით. დღეს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დავაკონკრეტებთ, მაგრამ ველოდებით, მოლაპარაკებებს. კონსულტაციები იქნება ელჩებთან, მოლაპარაკებები გაიმართება და გაირკვევა, ვინ შემოვა პარლამენტში და ვინ – არა. ჩვენი სურვილია, პარლამენტში რადიკალური პარტიები არ შემოვიდნენ, ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ პარლამენტში. პრაქტიკულად, მოლაპარაკებების განმავლობაში წინადადებები მოდიოდა მხოლოდ ჩვენგან. იქიდან, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ულტიმატუმები მოდიოდა. წინადადებები მხოლოდ ჩვენ დავაყენეთ და, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მსჯელობა გავაგრძელოთ, მათ შორის საუბარია ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ეს უნდა იყოს განხილვის საგანი.

ჩვენი ამოცანაა, მკაფიო ზღვარი გაივლოს რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებსა და ჯანსაღ ოპოზიციურს შორის. ეს საბოლოო ჯამში გამოჩნდება მაშინ, როდესაც კონკრეტული პარტიების მხრიდან პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გაცხადდება“, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს განცხადებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.

„რიგგარეშე არჩევნები არც გაზაფხულზე, არც შემოდგომაზე, არც იმის შემდეგ გაზაფხულზე და არც შემოდგომაზე და ა.შ. არ იქნება. 2024 წლის შემოდგომაზე იქნება რიგიანი არჩევნები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments