პარლამენტში საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი დამტკიცდა

ზალკალიანი პარლამენტში 15-18 ოქტომბრის სასესიო კვირაში, მინისტრის საათის  ფორმატში წარდგება - ტაბულასაქართველოს პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 81-მა კანონმდებელმა დაუჭირა.

რეზოლუციის პროექტში ასახულია ქვეყნის ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიმართულება და პრიორიტეტეტი, რომელზეც მე-10 მოწვევის პარლამენტი იმუშავებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

რეზოლუციაში ასახულია ისეთი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ამერიკასთან თანამშრომლობა, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატია, ხალხთაშორისი კავშირები, დიასპორებთან ურთიერთობა და სხვა.

პროექტის თავდაპირველ ვერსიას, რომელიც 14 პუნქტისგან შედგებოდა, კომიტეტებზე განხილვების შედეგად, კიდევ 2 პუნქტი დაემატა, მათ შორის, ერთი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულ სახელმწიფოთაშორის დავებს ეხება – რეზოლუციის თანახმად, ამ დავებზე საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას საბოლოო წარმატების მისაღწევად. ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა მეგობარ ევროპულ ქვეყნებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ ჩანაწერი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ზემოაღნიშნული რეზოლუცია წარმოადგენს ძალიან მკაფიო გზავნილს საქართველოს ყველა პარტნიორის მიმართ იმის შესახებ, თუ საით მიდის ქვეყანა, რა არის მისი ძირითადი საგარეო პოლიტიკური კურსი და კიდევ ერთხელ არის დადასტურება იმისა, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი.

„პირველ რიგში, ეს, რა თქმა უნდა, არის გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ასევე ქვეყნის შიდა კონსოლიდაციისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგანაც ის ამბიციური გეგმები, რომლებიც ამ რეზოლუციაშია და ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს, ამ გეგმების შესასრულებლად აუცილებელია მთლიანად ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს გეზი და კურსი აღებული ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციისკენ, უნდა იყოს ერთიანი ამ მიზნის მიღწევაში. წარმოუდგენელია, რომ თუკი ეს კონსოლიდაცია არ იქნა და თუკი ყველა ინსტიტუტი არ იქნა გაერთიანებული ამ მიზნის გარშემო, ჩვენ შედეგს მივაღწიოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, პარალმენტის მიერ მიღებული რეზოლუცია იქნება ერთგვარი გზამკვლევი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების დასახვის მიმართულებით. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს მხრიდან უფრო მეტი ჩართულობის აუცილებლობასაც.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც გამოიკვეთა. პირველ რიგში ეს არის დეოკუპაცია, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ასევე ის ამბიციური განაცხადი, რაც არის დაკავშირებული საქართველოს მზაობასთან, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებსთან დაკავშირებით. ასევე ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, მეზობლებთან ურთიერთობების გაღრმავება. ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს, ასახულია საქართველოს პარლამენტის ამ რეზოლუციაში“, – განცხადა მინისტრმა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments