საქართველოში 13 ათასი ტონა ამერიკული ხორბალი და 4 ათასი ტონა სოიო შემოვიდა

Пшеница Ячмень Горох Соя Шрот: 4.70 грн. - Сад / огород Запорожье на Olxსაქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასი ტონა ამერიკული ხორბალი და 4 ათასი ტონა სოიო შემოვიდა.

საელჩოს თანახმად, ეს პროდუქტები ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, მათი რეალიზაციიდან მიღებულ თანხას კი აშშ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერისთვის გამოიყენებს.

“საქართველოში მდგრადი და მრავალფეროვანი ეკონომიკის განვითარებისთვის აშშ აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას. აშშ-ის სოფლის მეურნეობის „საკვები პროგრესისთვის” პროგრამის ფარგლებში კიდევ ორმა გემმა: Ocean Gladiator და Babuza Wisdom-მა 13 000 ტონა ხორბალი და 4 000 ტონა სოიო 3 იანვარს ფოთის პორტში შემოიტანა.

სოიო და ხორბალი საქართველოს ბაზარზე გაიყიდება და შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში,”- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

image_pdfimage_print

Comments

comments