საქართველოში ქრისტიანთა ერთობისათვის ეკუმენური ღვთისმსახურება ჩატარდა

ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ეკუმენური ღვთისმსახურება ქრისტიანთა ერთობისათვის ჩატარდასაქართველოს ევანგელურ – ლუთერულ ეკლესიაში ეკუმენური ღვთისმსახურება ქრისტიანთა ერთობისათვის ჩატარდა. 

კოვიდ პანდეემიიდან გამომდინარე ღვთისმსახურება ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა, ლიტურგიას მხოლოდ ლუთერული ეკლესიის ღვთისმსახურები და გუნდი ესწრებოდა. საქართველოში ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვას შეუერთდა კათოლიკე, ევანგელურ-ლუთერული, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიები.

ეკუმენური ღვთიმსახურება ქრისტიანთა ერთობისათვის საქართველოში წლების მანძილზე სხვადასხვა ეკლესიაში ტარდება. წელს ღვთიმსახურებას ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ უმასპინძლა.

„ეს გახლავთ ეკუმენური ლოცვის ღვთისმსახურება მსოფლიოში. ეკუმენურ მოძრაობაში ჩართული ქრისტიანული დენომინაციები იანვრის ბოლო კვირას ატარებენ ხოლმე ერთობლივი ლოცვის დღეს. უკვე 20 წელიწადზე მეტია, საქართველოში ეს ტრადიცია არსებობს და ყოველ წელს მასპინძლობს ეკუმენურ ლოცვაში მონაწილე სხვდასხვა ეკლესია. წელს მასპინძელი არის ლუთერული ეკლესია. პანდემიის გამო ამჯერად მხოლოდ ღვთისმსახურები იქნებიან და ლუთერული ეკლესიის გუნდი იქნება მონაწილე. ჩვენ გეგმაში გვაქვს, იმის გამო, რომ მრევლი ვერ იღებს მონაწილეობას და მორწმუნეები ვერ იღებენ ამ დღესასწაულში მონაწილეობას, თუკი მშვიდობიანი წელი გვექნება და ზაფხულისკენ პანდემიის პრობლემა შესუსტდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქრისტიანთა ერთობის ლოცვის საერთო დღესასწაული ხალხთან ერთად გავაკეთოთ სადმე, ზაფხულში“, – განაცხადა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ.

 

image_pdfimage_print

Comments

comments