“უნდა მოხდეს კლინიკების უკეთესად მართვა, გაუმჯობესდეს მენჯმენტის ხარისხი”- ჯანდაცვის მინისტრი

 ᐈ В больнице фотография, фото больница | скачать на Depositphotos®ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროში დღეს დეტალურად განიხილეს ყველა ის პუნქტი, რომელიც კლინიკების მიერ წარდგენილ წერილში იყო დასახელებული.

„ჩემი დამოკიდებულებაა, რომ უნდა მოხდეს კლინიკების უკეთესად მართვა და გაუმჯობესდეს მენეჯმენტის ხარისხი. პრობლემა ტარიფებთან დაკავშირებით არის გადასახედი, მაგრამ არა სუბსიდირების მიმართულებით, არამედ მეტად უფრო გამჭვირვალე სატარიფო პოლიტიკით, რომელიც დღეს კლინიკებს გააჩნიათ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, შეთანხმების საფუძველზე კლინიკები დაიწყებენ საკუთარი ხარჯების, შესყიდვებისა და კომუნალური გადასახადების დაფიქსირებას სამინისტროში.

„კლინიკები ამ მონაცემებს გამოგზავნიან ოფიციალურ ინფორმაციას სპეციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, მოხდება ამ საჭიროებების გადახედვა და ფინანსური ჯგუფი, რომელიც მუშაობს სამინისტოში კლინიკების ფინანსურ ჯგუფებთან ერთად გადახედავს სატარიფო პოლიტიკას. მას შემდეგ რაც გადაიხედება სატარიფო პოლიტიკა დადგინდება ის სწორი ფასი, რომელიც დღეს არის ადეკვატური თითეულ მომსახურებაზე. რაც ერთის მხრივ დააკმაყოფილებს და უზრუნველყოფს კლინიკების ფინანსურ საჭიროებას და სახელმწიფოს თავის მხრივ არ ექნება სუბსიდირების ვალდებულება. ეს პროცესი იქნება კიდევ უფრო პარტნიორული და გამჭვირვალე, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე პარტნიორისთვის“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

„ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები შესაძლოა, გადაიხედოს და ის მომსახურების თვითღირებულებას მიებას.

„შევთანხმდით, რომ მომავალი კვირიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელთაგან ერთი იმუშავებს ტარიფების ღია და გამჭვირვალე ფორმულის დადებაზე და მოხდება ფასთა ინდექსაციის მექანიზმიც. ინდექსაცია შესაძლოა მოხდეს სამ წელიწადში ერთხელ, რაც ასევე მისაღებია. აქ საუბარია მთლიანად საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებულ ტარიფებზე. რადგან გაიზარდა პროდუქციის თვითღირებულება, ამის გამო უნდა დაიდოს ახალი ფორმულა, რომლის მიხედვით მოხდება სრული თუ არა, ნაწილობრივი ასახვა. შესაძლებელია, თვითღირებულებას მიებას ტარიფები“,- აღნიშნა მინდიაშვილმა.

კლინიკების წარმომადგენლების თქმით, შესაძლებელია, კლინიკებს ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადი დაუსუბსიდირდეთ. სექტორის წარმომადგელების განმარტებით, მათ მინისტრისგან მიიღეს დაპირება, რომ საკითხს ეკატერინე ტიკარაძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან განიხილავს.

image_pdfimage_print

Comments

comments