2 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები მუშაობას განაახლებენ

МАРАФОН мережевий дисконт-магазин взуття та одягу для спорту | Плазма Київეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სავაჭრო ცენტრების და მოლების მფლობელებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეპიდემიოლოგები, ჯანდაცვის  მინისტრი ეკა ტიკარაძე და ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი. 

ბიზნესისა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მათი მუშაობის განახლების საკითხებს. ბიზნესმა დასვა საკითხი, რომ ოპერირება იმ რეჟიმში აღმდგარიყო, რაც პანდემიამდე იყო,  თუმცა მთავრობაში აცხადებენ, რომ  ეს შეუძლებელია, რადგან  პანდემია ჯერ არ დამარცხებულა.

„ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამ შესაძლებლობას მოკლებული ვართ. ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები არის იმის გარანტია, რომ ერთი თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა – მოლის, მაღაზიის, ბაზრობების. აქედან გამომდინარე, ბიზნესმა დასვა საკითხი, რომ ოპერირება იმავე რეჟიმში აღმდგარიყო, რაც იყო პანდემიამდე, მაგრამ ეს ელემენტარული მიზეზის გამო შეუძლებელია, პანდემია ჯერ არ დამარცხებულა.  გასახდელების ფუნქციონირებისა და საქონლის უკან დაბრუნების რეჟიმი უფრო შემსუბუქდება და მოიხსნება ეს შეზღუდვები, თუმცა კვლავაც დარჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა და შემდეგ დავაკვირდებით ე.წ. დადებითობის მაჩვენებელს.

საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით საუბარი არ არის, რადგან ვაჭრობა ის სექტორია, რომელიც შედარებით სწრაფად აღდგება, ამასთან, წინასაახალწლო პერიოდშიც ვამუშავეთ. შესაბამისად, სხვა შეზღუდულ ბიზნესებთან შედარებით, მათ შეუძლიათ, მოიკრიბონ ძალები და საკუთარი რესურსით გააგრძელონ საქმიანობა. ეს არის კომპრომისული გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავხსნათ სავაჭრო ინდუსტრია.

პანდემიის პერიოდში მომხმარებელთა ქცევა განსხვავებულია. მოსახლეობაში დაგროვილია პროდუქტის შეძენის საჭიროება, გადააწყობს თავის ქცევას და მივა სავაჭროდ. ბევრი საჭიროება დაგროვდა – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ოჯახები, ვისაც ბავშვები ჰყავთ და ფეხის ზომა სწრაფად ეზრდებათ და უნდა შეუცვალონ ფეხსაცმელი. ასეთი მომხმარებელი მოლოდინის რეჟიმშია და თებერვალიც საკმაოდ აქტიური იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

ბიზნესოპეარტორების შეფასებით, სუბარი კონსტრუქციული  იყო. პერიოდულად გადაიხედება მდგომარეობა და ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები.

„ჩვენმა სექტორმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით მართო პროცესები პანდემიის განმავლობაში. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მუშაობის პერიოდში, ექვსმა სავაჭრო ცენტრმა გავატარეთ და მოვემსახურეთ მილიონ მომხმარებელს და არანაირი ეპიდაფეთქება არ ყოფილა, სიტუაცია არ დამძიმებულა, ანუ ეს შესაძლებელია.
ამიტომ, ჩვენი შეთავაზება დღეს იქნება, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვების გარეშე გავაგრძელოთ მუშაობა.

საერთო პრობლემაა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, იმიტომ რომ 17 000 ადამიანი ყოველდღიურად უნდა მივიდეს სამსახურში და წავიდეს სახლში – ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყოს კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც არ იყო შემუშავებული. ეს გულისხმობს საგადასახადო შეღავათს ქონების გადასახადის ნაწილში. ასევე ვისაუბრებთ კომენდანტის საათის გადაწევაზე, ერთი საათით მაინც. სავაჭრო ცენტრებმა და ზოგადად ბიზბესმა რომ იმუშაოს, 20:00 საათიდან 21:00 საათამდე ძალიან ცოტა დროს არის, რომ ელემენტრალურად თანამშრომლები სახლში მივიდნენ“, – განაცხადა „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments