იმნაძე:”ყველაფერი შეწონილი უნდა იყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გათვალისწინებით“

ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებისთვის 1 წელი მაინც დაგვჭირდება - პაატა იმნაძე | GHN - ახალი ამბების სააგენტოდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით,  საზოგადოება რატომღაც დარწმუნდა იმაში, რომ არაფერი დაგვემართებოდა,  ადამიანებმა სულ  დაივიწყეს ყველაფერი, რასაც მოჰყვა ის, რაც ჩვენ დაგვემართა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში.

როგორც იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ აღნიშნა, არავის ინტერესშია ვინმესთვის დისკომფორტის შექმნა, თუმცა, როგორც იმნაძე ამბობს, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კარგად  უნდა იყოს აწონილი.

„ეს სულ ორი თვის წინ იყო. როგორ უნდა დაივიწყო ადამიანმა, რომ შენი თანამოქალაქე, დღეში 50 კაცი იღუპებოდა. გეგმა გამოცხადებულია, რა, როგორ იქნება. ასევე გამოცხადებულია, რომ თუ გარკვეული მაჩვენებელი შესაძლებლობას მოგვცემს, რაღაცები უფრო ადრე ამუშავდეს. გარკვეული დრო არის ხოლმე საჭირო, რომ სიტუაცია შეაფასო.

გგონიათ, ვინმეს სიამოვნებს, ვიღაცას დისკომფორტი შეუქმნას, ტრანსპორტი არ მუშაობდეს ან ბავშვები სკოლაში, ბაღში არ მიდიოდნენ.  თვითონ ბავშვებს შესაძლოა, არაფერი ისეთი არ დაემართოთ, მაგრამ ბებიები ჰყავთ სახლებში (თუმცა გვაქვს მონაცემები, რომ გარკვეული გართულება ბავშვებშიც არის). ამიტომ, ყველაფერი შეწონილი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძე ვაქცინაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდობლობა აქვს.

“ჩვენი კვლევებით 22 პროცენტამდე ამბობს, რომ ვაქცინას არასდროს არ გაიკეთებს, 20-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რას იზამს,  55-დან 60 პროცენტამდე კი  დაბეჯითებით ამბობს, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს. ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა იმდენი რამ ვრცელდება, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ხალხის ნაწილს ამ შეთქმულების თეორიების სჯერა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ისევ და ისევ თქვენი დახმარებით, მეტი მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, მეტი განმარტება, ახსნა, თუ როგორი და რა ტიპის ვაქცინებია. ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments