სერგეი შამბა:”ომიდან 30 წელი გავიდა, სულ მტრული ურთიერთობები ხომ არ გვექნება? მეზობელი ქვეყნები ვართ…”

Экс-глава МИД Абхазии рассказал о плане России объединить Сухум и Цхинвал  :: Политика :: РБКროდესაც კონფლიქტი არსებობს – ან უნდა ისაუბრო, ან იომო. ომი ახლა არავის სურს, ამიტომ საუბარია საჭირო, – ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოფიციალურ თბილისს დიალოგის სურვილი ამ დრომდე არ გამოუხატავს.

„ომიდან 30 წელი გავიდა, სულ მტრული ურთიერთობები ხომ არ გვექნება? ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და დიალოგი უნდა დავიწყოთ. ჩემი წინადადება არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი ხვალვე დაიწყება, ვინაიდან ამისთვის ორივე მხარის ნებაა საჭირო. ქართული მხარისგან ასეთი რამ ჯერ არ მომისმენია. ფორმატი განსხვავებული შეიძლება იყოს და ახლაც არსებობს – ჟენევის მოლაპარაკებები, გალის რაიონში ენერგეტიკის საკითხებზე და სხვა. როდესაც ეს ვთქვი, ვგულისხმობდი ის, რომ საქართველოსთან კომუნიკაციების საკითხების განხილვა შეგვეძლო. მაგალითად, რკინიგზის საკითხი რუსეთმა სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოაგვარა, არადა ეს მარშრუტი აფხაზეთზე რომ გასულიყო, გაცილებით მოკლე იქნებოდა.

ახლა საქართველო და აფხაზეთი ამ პროცესის მიღმა დარჩნენ. აქ ხომ მილიონობით დოლარზეა საუბარი. ცნობილია, რომ როდესაც კონფლიქტი არსებობს – ან უნდა ისაუბრო, ან იომო. ომი ახლა არავის სურს, ამიტომ საუბარია საჭირო. მოდით, ვისაუბროთ და ამ მოლაპარაკებებს რაღაც კანონიერი ფორმა მივანიჭოთ“, – განაცხადა შამბამ.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments