რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტის წინ აქცია გაიმართა

მოძრაობის „სოცაფეთქება“ ორგანიზებით, პარლამენტის წინ აქცია გაიმართა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არსებული რეგულაციების გაუქმებას და ეკონომიკის გახსნას მოითხოვენ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ სამთო სათხილამურო კურორტების წარმომადგენლები, გიდები, რესტორატორები, ხელოვანები, გასართობი ცენტრებისა და ფიტნეს კლუბების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყნის ნაწილობრივი გახსნა და შეზღუდვების ნაწილობრივი გაუქმება არ არის საკმარისი და შეზღუდვების სრულად მოიხსნას მოითხოვენ.

„არაერთხელ ვიყავით აქციაზე გამოსულები და ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, გაიხსნას ყველა სფერო და ჩვენ თვითდასაქმებული ხელოვანები, რომლებიც ერთი წელია, უშემოსავლოდ ვართ დარჩენილები, დროულად დავუბრუნდეთ ჩვენს სამუშაო ადგილებს. გვაქვს ერთი კითხვა განათლების სამინისტროსთან – სკოლებთან ერთად რატომ არ გაიხსნა საჯარო სკოლებთან არსებული სახელოვნებო წრეები? აუცილებლად საჭიროა ქვეყნის სრული გახსნა, აუცილებელია რეგულაციების დაცვა და მკაცრი მონიტორინგი“, – განაცხადა ეროვნული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინო დარახველიძემ.

აქცია-პერფორმანსის ფარგლებში, პარლამენტის შენობის წინ კონცერტი მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე პროტესტს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments