პრემიერი გურიას და სამეგრელოს ეწვია

გიორგი გახარია - სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოსახლეობის დასაქმებასსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურიაში, სოფელ კვირიკეთში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელ კონსტანტინე ანანიაშვილთან, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი სახოკიასთან და მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად ნორვეგიული კალმახის სალიფსიტე მეურნეობა „გურია ფიში“ დაათვალიერა.

სალიფსიტე მეურნეობაში, რომელიც 1 500 000 ლარით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაფინანსდა, მთავრობის მეთაური წარმოების პროცესს გაეცნო. მეურნეობის მფლობელის ინფორმაციით, კომპანია „გურია ფიში“ ნორვეგიულ ორაგულს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე განხორციელდება.

“ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა გაგრძელდება, რადგან ეს ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას და მცირე საწარმოების განვითარებას; სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც უკვე არაერთი წელია, ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურად განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის დარგი, რომელსაც  როგორც მოსახლეობის დასაქმების, ისე ექსპორტის პოტენციალი აქვს.

დღესვე გიორგი გახარიამ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი წარუდგინა.

ასევე  ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ მალხაზ თორიასთან ერთად დაათვალიერა.  მთავრობის მეთაური, სტადიონზე ფეხბურთელებსაც გაესაუბრა და ხაზი გაუსვა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების მნიშვნელობას.

პროექტის ფარგლებში, ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო, დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, ტრიბუნები, აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ფუნქციონირებს სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სასადილო, სამრეცხაო, მსაჯისა და სამედიცინო ოთახები.  ახალი სასწავლო წლიდან აკადემიაში 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება. საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.

image_pdfimage_print

Comments

comments