წმიდა სინოდის განჩინების ტექსტი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მოგვიანებით გამოქვეყნდება

Image result for საპატრიარქოსაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის განჩინების ტექსტი საკმაოდ ვრცელია და ის დაახლოებით 2 საათში გამოქვეყნდება. მისივე თქმით, სინოდმა ტექსტი ერთსულოვნად მიიღო, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავს.

„სინოდი იყო საოცრად მშვიდი. ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილებები და 2 საათის განმავლობაში შეთანხმდა ძალიან ბევრი საკითხი. რადგანაც საკითხი იყო საკმაოდ ბევრი, ამიტომ, ტექსტი არის ვრცელი და საჭიროებს უფრო მეტ სამუშაოს, ვიდრე ერთი და 2 საკითხი მოითხოვდა. ამიტომ ეს პროცესი მიმდინარეობს და დაზუსტდება ტექსტი და დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გუშინ გაიმართა, მღვდელმთავრებმა საკმაოდ ბევრი საკითხი შეათანხმეს მცირე დროში, საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული. სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. წმინდა სინოდი ტრადიციულად წელიწადში ორჯერ იკრიბება.

image_pdfimage_print

Comments

comments