2020 წელს საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის – შემცირდა

Картинки по запросу "молоко, яйца. мясо"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 923.1 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.2 პროცენტით მეტია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 449.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 პროცენტით აღემატება.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 11.0 პროცენტით შემცირდა და 793.0 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 155.2 ათასი სული იყო, რაც 0.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში რძის წარმოებამ 99.7 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.3 პროცენტით მეტია. 2020 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 572.5 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.9 პროცენტით აღემატება 2019 წლის შედეგს.

2020 წლის მეოთხე კვარტალში ხორცის წარმოებამ 22.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით მეტია. 2020 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 69.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს უტოლდება.

2020 წლის მეოთხე კვარტალში კვერცხის წარმოება 162.6 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით ნაკლებია. 2020 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 645.3 მილიონი ცალი და 2019 წელთან შედარებით 2.4 პროცენტით ნაკლები შეადგინა.

image_pdfimage_print

Comments

comments