პრემიერ-მინისტრი პოსტიდან გადადგა

Картинки по запросу "გახარია გიორგი"გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან  გადადგა და  გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად. მისი აზრით, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა ყველა სახის რისკი გადაზღვეული იქნება და ქვეყანაში ესკალაციის საბაბს არ შექმნის.

„იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობის რიგით მეხუთე პრემიერი იყო. მანამდე სხვადასხვა კერძო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. 2016 წლიდან ის აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში,  – იყო ბიზნესომბუდსმენი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ეომიკის მინისტრი.

 

პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს. პარლამენტს კი, 2-კვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ- მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments