შემოდგომიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაძვირდება

                 როგორც შიდასაქალაქო მიკროავტობუსების მძღოლები ამტკიცებენ მგზავრობა რამდენიმე თვეში გაძვირდება.  ჯერჯერობით კი ზაფხულის პერიოდისთვის დამახასიათებელი მოთხოვნის კლების გამო მოქმედ ტარიფს შემოდგომამდე შეინარჩუნებენ. როგორც  მძღოლები ამბობენ, ასეთი გადაწყვეტილება მათ გაზისა და თხევადი საწვავის გაძვირების გამო მიიღეს. გარდა ამისა, მოიმატა სათადარიგო ნაწილების ფასმაც, რამაც დამატებითი პრობლემა შექმნა. ცვლილება ძირითადად მიკროავტობუსებს და ტაქსებს შეეხება.
თბილისის ავტოსადგურებში აცხადებენ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრებს ტარიფი არ გაუძვირდებათ. როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერია ავტობუსების ჩანაცვლებას გეგმავს,ეს პროცედურა ეტაპობრივად მოხდება, თუმცა კონკრეტულად როდის გამოჩნდება თბილისის ქუჩებში იაპონური ჰიბრიდული ავტობუსები, ამის შესახებ ინფორმაცია არ კონკრეტდება. მერიაში ამბობენ, რომ კომფორტული ავტობუსების შემოყვანის მიუხედავად, მგზავრობის საფასური არ გაძვირდება.
განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ყვითელი ავტობუსის მძღოლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ახალი ტრანსპორტის შემოყვანის პარალელურად, მერია მგზავრობის 20 თეთრით გაძვირებას გეგმავს.

image_pdfimage_print

Comments

comments