622 266 საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანი და მუშახელის დეფიციტი წარმოებაში

derevoსაქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების დამაბრკოლებელ მთავარ მიზეზად ადამიანური რესურსები სახელდება. აგრობიზნესის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კვალიფიციური კადრების დეფიციტზე. ამ პრობლემის ერთ-ერთ განმაპირობებელ გარემოებად სპეციალისტები სოციალურ შემწეობას მიიჩნევენ, რამდენადაც იოლი ფული და სტატუსთან დაკავშირებული შეღავათები ადამაინს შრომისადმი სწრაფვის სურვილს უკარგავს. 

აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სოციალური შემწეობების გამო ადამიანები როგორც სოფლად, ასევე ქალაქშიც,  ფიზიკური შრომისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს.

,,ქალაქში თუ ადამიანს აქვს შემწეობა, არ უღირს, რომ მუშაობა დაიწყოს რომელიმე სექტორში, თუ გაცილებით მეტს არ აიღებს. მაგალითად, ოჯახი თუ იღებს სოციალური შემწეობით 500 ლარს, 700 ლარიან ხელფასს არ დათანხმდება, რადგან სოციალურ შეღავათებს კარგავს. არაფრის კეთებით კი ფულს იღებს. მართალია, შეუძლია ერთჯერად სამუშაოზე დასაქმდეს, არც ფულად დახმარებას დაკარგავს, მაგრამ ესეც არ უნდათ. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ სოციალური დახმარება რაღაც ეტაპზე კარგია, მაგრამ ოჯახის უმცროსმა შვილმა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება თავი დამცირებულად იგრძნოს. ოჯახი თუ ცხოვრობს სოციალურ სახლში, შვილმა შეიძლება იქ დარჩენა არც მოინდომოს, მენტალიტეტი ხელს შეუშლის. მთლიანობაში, ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილი მთავრობის ხელის შემყურეა და არ ცდილობს, გაექცეს შემწეობას. არის სამუშაო, დასუფთავებაში და სხვა, სადაც 200-300 ლარით მეტი შეიძლება გააკეთო, მაგრამ ამ ფასად შეღავათის დაკარგვა არ უნდათ. საკმაოდ რთულად დგას ეს საკითხი საქართველოში. ვიღაცა თუ დაგწყვეტს, რომ შეურაცხმყოფელია სახელმწიფოს კმაყოფაზე ყოფნა და თავისი საქმე დაიწყოს, გადამზადების კურსი და სხვა შესაძლებლობებია, მონდომებულ ადამიანს წინ ვერაფერი აღუდგება და სწორედ ეს უნდა დაანახოს მათ სახელმწიფომ“, – აცხადებს პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.

მისივე თქმით, აგრონომები, დარგის ექსპერტები, ტექნოლოგები თუ სხვა მაღალი დონის სპეციალისტები ქვეყანაში ძალიან ცოტაა. რთულია მასშტაბური აგრო-პროექტების მენეჯერების, სპეც-ტექნიკის ოპერატორების, ტექნიკოსების თუ დამხმარე სპეციალისტების მოძიება. შესაბამისად, წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება სერიოზული გამოწვევაა სოფლის მეურნეობაში.

შესაბამისად,  მსხვილი, საშუალო და მცირე მეწარმე, კომპანიები, ფერმერული მეურნეობები – ყველგან, სადაც კი პროდუქტი იქმნება, მუშახელის არნახულ დეფიციტს განიცდიან.

ერთ-ერთი მიზეზი, როგორც აროშიძე განმარტავს, მიგრაციული პროცესია, თუმცა ასევე დიდია მენტალური ფაქტორიც, შრომისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულება.Минсельхоз Франции предложил поменять карантин на работу в поле | ROSNG.ru

,,ბოლო რამდენიმე წელია, სოფლად მუშახელის დიდი სიმცირეა, რაც მოსავლის აღების პერიოდს ახანგრძლივებს. არის სოფლები, სადაც შრომისუნარიანი ადამიანები ფაქტობრივად აღარც დარჩნენ. ვინც წასულია სოფლიდან, ურჩევნია მშენებლობაზე წავიდეს ან თუნდაც ტაქსაობით ირჩინოს თავი, ვიდრე სოფლად დასაქმდეს. ამას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ რეგიონებში მძიმე სოციალური ფონია, რეალურად განათლების დონე ქალაქში მეტია, ასევე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, ინტერნეტიზაცია არ არის დასრულებული და ამ ყველაფრის გამო ადამიანს ურჩევნია დასაქმდეს ქალაქში, ვიდრე სოფელში ეძებოს სამუშაო. უმუშევარ ქალაქელ კაცს, როგორც არ უნდა უჭირდეს, არ მოუვა აზრად, რომ წავიდეს და სოფელში ეძებოს სამუშაო, მაგალითისთვის, სამეგრელოში თხილის მოსავლის აღებისას, ბათუმში – ციტრუსის და კახეთში რთველზე დაკავდეს. ამით დიდად არც დროებით ქალაქში მცხოვრებლები იკლავენ თავს, ვინც სოფლის პრობლემას გამოექცა, მას დაქირავებულ მუშად უკან დაბრუნება არ უნდა“, – ამბობს პაატა აროშიძე.

იგი მუშახელის დეფიციტთან ერთად, შრომის ანაზღაურების პრობლემაზეც საუბრობს.

,,მთავრობამ უნდა გაკეთოს ანალიზი, რა სამუშაოებზე საქმდებიან უცხოეთში ქართველები. ეს არის ძირითადადა თხილის ან ჩაის სეზონი, რა მხრივაც თურქეთში დასაქმების დიდი შესაძლებლობაა. მუშახელი რომ ჩავანაცვლოთ, აუცილებელია მაქსიმალურად დამუშავდეს მიწები და მოთხოვნა გაჩნდეს. მეორე მხარეა, შეძლებს თუ არა ქართველი ფერმერი ადგილობრივ მუშახელს გადაუხადოს იმდენი, რამდენსაც ჩვენი თანამემამულეები თურქეთში იღებენ. ძალიან კარგი იქნება, თუკი ქართველებს სხვა ქვეყნებში დასაქმება მონური პირობის ხარჯზე არ მოუწევთ, მაგრამ ამის რესურსს ჯერჯერობით ვერ ვხედავ“, – ამბობს აროშიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის ოდენობები ასე განისაზღვრება:

  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზენაკლებია: 120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 100 ლარის ოდენობის შემწეობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სიღარიბის მკვეთრი ზრდა სწორედ სამუშაო ადგილების შემცირებას უკავშირდება. მდგომარეობა ამ მხრივ საკმაოდ მძიმეა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 66 609 ადამიანით გაიზარდა და 2021 წლის ივლისში 622 266 შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საარსებო შემწეობას 487 790 ადამიანი იღებდა. ზრდა 27,5%-ია.

გაიზარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის ივნისში ასეთი ადამიანების რიცხვი    1 054 567 იყო, ივლისში კი 1 059 422 შეადგინა.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments