„ღვინის გზის“ პროექტში 48 ახალი ობიექტი ჩაერთვება

vino ღვინოპანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე-ინფრასტრუქტურულ პროექტებს აგრძელებს. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2021 წელს გაფართოვდა „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა არეალი.

„წელს ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით 28 ახალი ღვინის ტურიზმის მასპინძელი ობიექტისათვის საგზაო მანიშნებლები დაამონტაჟა. 20 ახალი ობიექტისათვის მიმდინარეობს საგზაო მანიშნებლების მონტაჟი. საბოლოო ჯამში, წელს პროექტში 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი ჩაერთვება შემდეგი რეგიონებიდან: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი.

ადმინისტრაციამ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში ექვსი სალაშქრო ბილიკი მონიშნა. ბილიკების ჯამური სიგრძე 105 კმ-ს შეადგენს. ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონების სამთო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის სამუშაოები. ბილიკების ჯამური სიგრძე შეადგენს 120 კმ-ს და პროექტი ოქტომბერში სრულდება.

ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2021 წელს გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებში ქალაქისა და ადგილის პოპულარიზაციის მიზნით, სასურსათო ჩარჩო დამონტაჟდა. ატენის ხეობაში კი, მდინარე ტანას სანაპიროზე მოეწყო საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც ხეობის სტუმრებს კეთილმოწყობილ სივრცეს სთავაზობს.

USAID-ის პროექტის ფარგლებში, მიზნობრივ რეგიონებში დამონტაჟდა ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ახალი აბრები“, – აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

image_pdfimage_print

Comments

comments