დნმ-ის მონაცემებით, ეტრუსკების უძველესი ცივილიზაციის წარმომავლობა საბოლოოდ გაირკვა

დნმ-ის მონაცემებით, ეტრუსკების უძველესი ცივილიზაციის წარმომავლობა საბოლოოდ გაირკვა — #1tvმეცნიერებადნმ-ით მიღებულმა მტკიცებულებამ საბოლოოდ დაასრულა დებატები უძველესი ეტრუსკების წარმომავლობის შესახებ; ამ უძველესი ცივილიზაციის კვალი თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე გვხვდება.

მკვლევართა დიდმა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც გერმანიის ქალაქ ტუბინგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კოსიმო პოსთი ხელმძღვანელობდა, გადაწყვიტა, ეს საიდუმლო უძველესი დნმ-ის შესწავლის გზით ამოეხსნა. ამისათვის, მათ ეტრურიიდან სამხრეთ იტალიამდე რეგიონში, ძვ. წ. 800 – ახ. წ. 1000 წლამდე პერიოდის 82 ინდივიდის დნმ შეაგროვეს და სხვა ძველ და თანამედროვე მოსახლეობათა დნმ-ს შეადარეს.

შედეგად კი დაადგინეს, რომ ეტრუსკების გენეტიკური პროფილი მეზობელ პოპულაციებთან საზიარო იყო, მაგალითად, ლათინებთან, რომლებიც იმავე პერიოდში ცხოვრობდნენ რომში; ამ დროს საინტერესოა ისიც, რომ ამ ორ ჯგუფს შორის მნიშვნელოვანი ენობრივი და კულტურული განსხვავებები იყო.
უმეტესი სხვა ევროპული მოსახლეობის მსგავსად, ამ გენეტიკური პროფილის დიდი წილი სტეპებთან დაკავშირებულ წარმოშობას უკავშირდება. თუმცა, უცნობია, როგორ წარმოიქმნა ასეთი დიდი სხვაობები ეტრუსკებსა და მათ მეზობლებს შორის.

მიუხედავად ამისა, ეტრუსკების ენა სრულიად უნიკალურიც არ არის. მიეკუთვნება შეთავაზებულ ჯგუფს, რომელსაც ტირენულ ენებს უწოდებენ; ყველა ეს ენა ამჟამად გამქრალია. ჯგუფში ასევე შედიოდა რეტული ენა, რომელზეც ერთ დროს ალპებში ლაპარაკობდნენ და ლემნური ენა ეგეოსის ზღვის კუნძულ ლემნოსიდან.

ეს კი შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ეს ენები ხმელთაშუა ზღვის აუზიდან ზღვით გავრცელდა, მაგრამ ეტრუსკების გენეტიკური პროფილი ამაზე არ მეტყველებს. მკვლევართა აზრით, ტირენული ენები ეტრურიაში წარმოიშვა და იქიდან გავრცელდა. ამის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

Этруски — древние огнепоклонники!

მკვლევართა მიერ ჩატარებულმა ანალიზებმა ასევე ცხადყო იტალიაში მნიშვნელოვან ცვლილებათა შედეგებიც. უძველესი დნმ-ის მონაცემები მეტყველებს, რომ როდესაც რომის იმპერია აღზევდა, ეტრუსკების მოსახლეობაში მნიშვნელოვანი გენეტიკური ცვლილებები მოხდა, რადგან აღმოსავლეთ ხმელთაშუა რეგიონიდან მოსული ხალხი იტალიურ მოსახლეობას შეერია; ამის მიზეზი სავარაუდოდ რომაელების მიერ მონებისა და ჯარისკაცების შემოყვანა იყო.

„ეს გენეტიკური ცვლილებები აშკარად ასახავს რომის იმპერიის როლს ხალხთა ფართომასშტაბიან გადაადგილებაში“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგი იოჰანეს კრაუსე.

შუა საუკუნეებში, რომის იმპერიის კოლაფსის შემდეგ, გენეტიკური პროფილები კვლავ შეიცვალა — აპენინის ნახევარკუნძულზე ჩრდილოევროპული წარმომავლობის ხალხი გავრცელდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი გერმანიიდან და შვედეთიდან მოსული ლანგობარდების შემოსევები იყო, რომლებმაც იტალიის უდიდესი ნაწილი დაიპყრეს და იქ ახ. წ. 568-774 წლებში ბატონობდნენ.

თუმცა, ახ. წ. დაახლოებით 1000 წლიდან, ტოსკანის, ლაციოსა და ბაზილიკატის მოსახლეობის გენეტიკური პროფილები მეტნაკლებად უცვლელი დარჩა. მკვლევართა განცხადებით, ეს თანხვედრაშია რომის მოსახლეობის გენეტიკურ პროფილთან. მათ აღმოჩენებს საბოლოოდ განამტკიცებს სამომავლო კვლევები, რომლებშიც რომის იმპერიის სხვა რეგიონების მონაცემებიც იქნება ჩართული.

„რომის იმპერიამ გრძელვადიანი წვლილი შეიტანა სამხრეთ ევროპელთა გენეტიკურ პროფილში; დასავლეთ ევრაზიის გენეტიკურ რუკაზე ამოავსო ნაპრალი ევროპელებსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონის მოსახლეობას შორის“, — ამბობს კვლევის ავტორი, გერმანიის ქალაქ ტუბინგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კოსიმო პოსთი.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია shh.mpg.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით

https://1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments