მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს პირველად ეწვია

Возможно, это изображение (2 человека, люди стоят, костюм и на открытом воздухе)ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, თბილისს, ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ეწვია.

მონტენეგროს პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თემურ ჯანჯალია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, მონტენეგროში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე.

მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რის შემდეგ  საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მონტენეგროს პრეზიდენტს, საქართველოში ვიზიტისათვის და ამ პირველი, უმაღლესი დონის ვიზიტს საქართველოში ისტორიული უწოდა.

როგორც პრეზიდეტმა აღნიშნა, მონტენეგროს პრეზიდენტის ვიზიტი გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა გლობალური პანდემიის გამო გადაიდო. სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ერთობლივი ძალისხმევითა და სოლიდარობით პანდემიას სწრაფად დაამარცხებს და ურთიერთობების ჩვეულ ფორმატს დაუბრუნდება.

მხარეებმა განიხილეს, საქართველოსა და მონტენეგროს გეოპოლიტიკური მოცემულობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა და მონტენეგროს მიერ საქართველოსათვის ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველა პარტნიორის მხარდაჭერა ძალიან სჭირდება.

საქართველოს პრეზიდენტმა, თავის კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

image_pdfimage_print

Comments

comments