ერაყი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მყოფ მიგრანტებს სამშობლოში დააბრუნებს

პოლონეთი, მიგრაციაერაყი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მყოფი საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიარეისების განხორციელებას გეგმავს. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის აჰმედ ალ-საჰაფის განცხადებით, პირველი ავიარეისი ხუთშაბათს არის დაგეგმილი და იმ მოქალაქეებისთვის განხორციელდება, ვისაც ნებაყოფლობით სურს ერაყში დაბრუნება.

მედიის ცნობით, ალ-საჰაფს არ დაუკონკრეტებია, რამდენ მოქალაქეს ექნება პირველ რეისზე მოხვედრის შესაძლებლობა. ხელისუფლების ინფორმაციით, ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მყოფმა ერაყის 571-მა მოქალაქემ გამოთქვა სამშობლოში დაბრუნების სურვილი.

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ათასობით არალეგალი მიგრანტია შეკრებილი. მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის იმედით ჩადიან. ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას არალეგალი მიგრანტების გამოყენების გზით „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ სდებს ბრალს. დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ ბრიუსელში, რომელზედაც ბალარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება იგეგმება.

image_pdfimage_print

Comments

comments