“ეს ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნებით და მას შეცვლის მხოლოდ ამომრჩეველი”

მოსამართლე, მტკიცებულებები, პრეზიდენტი. გადაწყვეტილებაკულტურის მინისტრის განცხადებით, გაზაფხული და შემოდგომა არის ხოლმე ოპოზიციის იმედი, მაგრამ ეს იმედი არ იქნა და არ გაუმართლდათ,  ალბათ ამ ზაფხულსაც მწარედ იმედგაცრუებულები დარჩებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს, რადგან  აღარ აქვთ არავითარი რესურსი, არავითარი პოტენციალი იმისთვის, რომ ხალხს რამე უკეთესი შესთავაზონ.

„მეჩვენება, რომ ხალხიც დაიღალა მუდმივად იმის ანალიზით, დღეში რამდენჯერ ჩაიხედა პატიმარმა ყოფილმა პრეზიდენტმა სარკეში, რა აღმოაჩინა, რა გაიფიქრა, რა გააკეთა და ა.შ. უფრო შორს აღარ წავალ. ოპოზიცია ფიქრობს მხოლოდ იმაზე, როგორ ჩამოაგდოს ეს ხელისუფლება. ეს ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნებით და ამ ხელისუფლებას შეცვლის მხოლოდ ამომრჩეველი. ეს შეიძლება დადგეს 2024 წელს და არა უადრეს. ოპოზიციისთვის შრომის დროა, მუშაობის დროა, დასერიოზულების დროა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა  რადიო „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“.

მინისტრის შეფასებით, ეს ადამიანები დღეს ხელისუფლების ცვლილებას ითხოვენ იმ ინციდენტის გამო, რომელიც არის დაუშვებელი, ტრაგიკული, მაგრამ ამ ინციდენტს არ მოჰყოლია საბედნიეროდ არავის სიკვდილი, ორივე პოლიციელი არის დაკავებული და არც ადეკვატური სასჯელი დააყოვნებს.

„მიუხედავად თავის სიმძიმისა, რა თქმა უნდა ეს ფაქტი არ ასაბუთებს და საფუძვლიანად არ აქცევს მოთხოვნას ხელისუფლების ცვლილების შესახებ, მითუმეტეს, როდესაც ამ მოთხოვნის უკან დგანან ადამიანები, ვისაც დაუსაბუთებია და გაუმართლებია თავის დროზე ახალგაზრდების მკვლელობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ქუჩში, პატიმრებისადმი ცუდი მოპყრობა და მათი მოკვდინება, გაუპატიურება ციხეში, ვისაც გაუმართლებია თეთრაძის საქმეზე ადამიანის სახლიდან გაყვანა და ცრუ ბრალდებებით და შემდეგ მისი გარდაცვლილ მდგომარეობაში უკან მობრუნება. ეს ადამიანები დღეს ხელისუფლების ცვლილებას ითხოვენ იმ ინციდენტის გამო, რომელიც არის დაუშვებელი, ტრაგიკული, მაგრამ ამ ინციდენტს არ მოჰყოლია საბედნიეროს არავის სიკვდილი, ორივე პოლიციელი არის დაკავებული და არც ადეკვატური სასჯელი დააყოვნებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

image_pdfimage_print

Comments

comments