ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეიზი” რუსეთის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეიზი” რუსეთის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.
კომპანია “ჯორჯიან ეარვეიზის” თხოვნის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის საავიციო ხელისუფლებების ორკვირიანი ინტენსიური კონსულტაციების შედეგად, რუსეთის მხარემ კომპანია “ჯორჯიან ეარვეიზს” თბილისი-ნოვოსიბირსკის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების უფლება მიანიჭა.
ნოვოსიბირსკი ხელშეკრულების დანართით განსაზღვრულ იმ შვიდ ქალაქში არ შედის, სადაც ქართულ ავიაკომპანიებს რეგულარული ფრენების უფლება აქვთ.
ფრენების დაწყებას ავიაკომპანია მიმდინარე წლის 14 ივნისიდან, კვირაში 1 სიხშირით აპირებს.
მოსკოვის, სამარას და სანკტ-პეტერბურგის შემდეგ ეს იქნება მე-4 მიმართულება რუსეთის ფედერაციაში, სადაც ზემოთ ხსნებული კომპანია იფრენს.

image_pdfimage_print

Comments

comments