უფლებადამცველთა გაერთიანებამ 2006-2015 წლებში მერიაში პრემიებზე გახარჯული თანხების კვლევის შედეგები წარმოადგინა

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, იმ ხალხისგან, ვინც თავად ხარჯავდა მილიონებს თბილისის მერიაში, პრემიებზე და ასიათასობით ლარს მივლინებებზე, ხშირად ისმის კრიტიკა არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებაში სერიოზულ გულისწყრომას იწვევს, რადგან იმის მაგივრად, რომ ამ ხალხმა პასუხი აგოს თავიანთ ქმედებებზე, აქეთ შეტევებზე გადმოდიან.
“უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ 2006-2015 წლების პერიოდში მერიის ორგანოების მიერ გაცემულ პრემიებზე და მივლინებებზე გახარჯული თანხების ოდენობებთან დაკავშირებით კვლევის შედეგები წარმოადგინა.
“თბილისის მერიაში პრემიებზე და მივლინებებზე გაცემული თანხები 2006 წლიდან 2015 წლის შეადგენს: პრემია – 85 111 600 ლარი, მივლინება – 5 5 800 ლარს. 2006 წელი – პრემია – 2 274 900 ლარი, მივლინება 263 800 ლარი. 2007 წელი – პრემია – 4 425 000 ლარი, მივლინება – 292 500 ლარი. 2008 წელი – პრემია – 6 206 100 ლარი, მივლინება – 452 500 ლარი. 2009 წელი – პრემია – 7 535 900 ლარი. მივლინება – 727 400 ლარი. 2010 წელი – პრემია – 11 750 400 ლარი. მივლინება – 485 900 ლარი. 2011 წელი – პრემია – 8 601 200 ლარი, მივლინება – 685 600 ლარი. 2012 წელი – პრემია – 10 698 500 ლარი, მივლინება – 488 100 ლარი. 2013 წელი – პრემია – 17 110 500 ლარი, მივლინება – 854 700 ლარი. 2014 წელი 05.08 მდე – პრემია – 12 287 900 ლარი, მივლინება – 544 200 ლარი. 2014 წელი 05.08-დან – პრემია – 3 546 000 ლარი. მივლინება – 140 000 ლარი. 2015 წელი (3 თვიანი მონაცემი) – პრემია – 675 200 ლარი, მივლინება – 71 100 ლარი აქედან, 2006 წლიდან – 2014 წლის აგვისტომდე, ანუ როცა თბილისის მერიის სათავეში ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობა იყო გაცემულმა პრემიებმა შეადგინა 80 890 400 ლარი, მივლინების თანხამ 4 794 700 ლარი. ,,ქართული ოცნების’’ თბილისის მერიაში მოსვლის შემდეგ კი 2014 წლის აგვისტოდან და 2015 წლის სამთვიანი მონაცემებით, გაცემული პრემიების ოდენობა შეადგენს 4 221 200 ლარს, მივლინებების თანხა 211 100 ლარს“,- აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ კვირას“ პრესკლუბში.

image_pdfimage_print

Comments

comments