კიევში გეი–აღლუმი ჩაიშალა

ე.წ. “თანასწორობის მარში”, რომელიც კიევის ცენტრში უნდა გამართულიყო, დაწყებისთანავე ჩაიშალა. აღლუმის ჩატარების ადგილი იმდენად გასაიდუმლებული იყო, რომ ჟურნალისტებსაც არ გაუმხილის ზუსტი ადგილმდებარეობა – ისინი  საგანგებოდ შეკრიბეს დაპირებულ პუნქტზე და ავტობუსით მიიყვანეს  მარშის ჩატარების ადგილზე.  მონაწილეებს მილიციის უპრეცედენტო რაოდენობა იცავდა, მარშზე არც ერთ გარე პირს არ უშვებდნენ.  უსაფრთხოების ასეთი ზომების მიუხედავად, აქციაზე “მემარჯვენე სექტორის” წარმომადგენლები გამოჩდნენ და ლგბტ–წევრებს ლითონის ნამსხვრევებით დატენილი პეტარდები დაუშინეს. ინციდენტის შედაგეად დაზარალდა 5 მილიციონერი, ერთერთის მდგომარეობა მძიმეა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მილიციამ რამოდენიმე თავდამსხმელი დააკავა, ხოლო გეი–აღლუმის მონაწილეებს უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე პატარ–პატარა ჯგუფებად ურჩია დაშლა და მოუწოდა ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენისგან თავი შეეკავებინათ.  კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს  მარში არ აუკრძალავს, თუმცა მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ორგანიზატორებს აქციის ჩატარებაზე უარის თქმა ურჩია.

image_pdfimage_print

Comments

comments