ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

სომხეთინიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება.

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს დედაქალაქის ცენტრში. აქციის მონაწილეებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამთავრობო აგარაკთან ერთ-ერთი ქუჩა გადაკეტეს. ისმის შეძახილები „ნიკოლი მოღალატეა!“

ამასთან, ერევნის ცენტრალური მოედნიდან ქალების მსვლელობა დღეს, 12;00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეთა შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაღუპული დედები და ოჯახის წევრები არიან. ისინი პრემიერის გადადგომასთან ერთად, ასევე ითხოვენ, პასუხისგებაში მიეცნენ მათი ოჯახის წევრების დაღუპვაში დამნაშავე პირებიც.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც. კერძოდ, ვანაძორში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ავტომობილების მსვლელობით ერევნიდან ჩავიდნენ.

ასევე, დღის ბოლოს, 20:00 საათზე, ერევნის ცენტრში ოპოზიცია მიტინგისა და მსვლელობის გამართვას გეგმავს.

image_pdfimage_print

Comments

comments