ქუჩის მომღერალ ჰასკის უკვე პატრონი ჰყავს
დილის „პოსტალიონის“ ეთერში ბავშვთა ხალხურ ანსამბლ „მართვესთან“ ერთად შესრულებული სიმღერის შემდეგ გაპოპულარულებულ ჰასკის პატრონი გამოუჩნდა.
ჰასკი „პოსტივის“ თანამშრომლებმა მოაწესრიგეს და ერთ-ერთმა მათგანმა შეიფარა კიდეც. მას გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სახელი „ვიქტორია“ დაარქვეს.
ინტერნეტ– სივრცეში ეს სახალისო ვიდეო გუშინ გამოჩნდა და მყისიერად ვირუსული გახდა. უსახლკარო ძაღლი ბავშვთა ანსამბლს შეუერთდა და სიმღერა მართთან ერთად “შეასრულა”.