“რუსული ფლოტი ბლოკავს უკრიანის შავი ზღვის პორტებს…შეიძლება, დაიწყოს შიმშილი”

ზელენსკი ვოლოდიმირილუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, სერგეი გაიდაის განაცხადებთ, ოკუპანტები სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება ქალაქის ქუჩებში.

გაიდაის თქმით, რუსი სამხედროების მიერ სევეროდონეცკის დამცველების ალყის საფრთხე ჯერ არ არსებობს, თუმცა ამ დროისთვის ლუგანსკის რეგიონის ტერიტორიის 90 პროცენტზე მეტი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

რაც შეეხება ლისიჩანსკს, სერგეი გაიდასის განცხადებით, ქალაქი მთლიანად უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. ქალაქებს, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკს ერთმანეთისგან მდინარე ჩრდილოეთის დონეცი ჰყოფს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ „თაიმის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შიმშილი ემუქრება, თუ რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადა გაგრძელდება.

„რუსული ფლოტი და არა ბრიტანული ან რომელიმე სხვა ბლოკავს უკრიანის შავი ზღვის პორტებს ისე, რომ მსოფლიო აღმოჩნდა საშინელი სასურსათო კრიზისის წინაშე. ეს არ არის მხოლოდ ფასის ზრდის კრიზისი. ჩვენ არ შეგვიძლია ექსპორტზე ჩვენი ხორბლის, სიმინდის, მცენარეული ზეთისა და სხვა პროდუქტების გაგზავნა, რომლებიც ასრულებდნენ გლობალურ ბაზარზე სტაბილიზაციის როლს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ათობით ქვეყანაში, სამწუხაროდ, შეიძლება, შეიქმნას პროდუქტების ფიზიკური უკმარისობა. შეიძლება, დაიწყოს შიმშილი მილიონობით ადამიანისთვის, თუ რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადა გაგრძელდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

image_pdfimage_print

Comments

comments