ფრთხილად – ეტიკეტის წვრილმანები უცხო ქვეყნებში!

თუ თქვენ სხვა ქვეყანაში ყოფნის დროს სადილზე მოგიწვიესთ, უხერხული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად წინასწარ გადახედეთ ეტიკეტის წესებს – სხვადსხვა ქვეყნებში განსხვავებული, და ზოგჯერ უცნაური ტრადიციებიც არსებობს.

  • საფრანგეთში არაა მიღებული აჩქარება, რაოდენ მშიერიც არ უნდა იყოთ, აუცილებლად აუჩქარებლად უნდა მიირთვათ. ასევე მიუღებელია სადილის მორთმევამდე ცარიელი პურის ჭამა – ფრანგები ამას უთუოდ ცუდ მანერად ჩაგითვლიანთ.

387e9569c1c9d064a2bd2387e67261b9

  • ინგლისში სუფრაზე ურთიერთობას დიდ ყურადღებას აქცევენ. კატეგორიულად მიუღებელია ხმის აწევა საუბრის დროს, საკუთარი მიღწევებით ტრაბახი და ყველაზე მეტად – მხოლოდ ერთ სტუმართან საუბარი. სუფრაზე მიმდინარე საუბრის თემა ყველა სტუმრისთვის საერთო უნდა იყოს.

4d687779335ae49ef89c0972058c581b

  • გრძელი ლაპშა ევროპაში 1292 წელს მოგზურმა მარკო პოლომ ჩინეთიდან ჩამოიტანა, იქ ლაპშას 2000 წლის მანძილზე მიირთმევენ და ეს ნამდვილ კულტად იქცა ჩინელებისთვის. არასდროს გაჭრათ ლაპშა ჩინეთში. გრძელი ლაპშა სიმბოლოა ხანგრძლივი ცხოვრების , ხოლო გაჭრილი ლაპშა ცხოვრების ხანგრძლივობის დამოკლებისა და შემცირების სიმბოლოდაა აღიარებული.

bda8fd3b14c45ff8183c43f098e79113

  • ყაზახეთში, თქვენ მოგიტანენ ჩაის, მაგრამ მხოლოდ ნახევარ ფინჯანს… არ მოითხოვოთ ფინჯანის გავსება, რადგან სავსე ფინჯანი ნიშნავს, რომ მასპინძელს უნდა თქვენი წასვლა. ვით უფრო ნაკლებ ჩაის უსხამენ სტუმარს, მით უფრო დიდ პატივისცემას გამოხატავენ მის მიმართ. თანაც ყაზახეთში ჩაის ფიალებიდან სვამენ და  სავსე ფიალიდან ცხელი ჩაის მირთმევა არც ისე მოხერხებულია.

84439fd9e3d8129f013fa3c7ef53fd8d

  • ჩილეში არაფერი არ უნდა მიირთვათ ხელით, კარტოფილი ფრიც კი – ეს ეტიკეტის უხეში დარღვევაა.

0eaec2989ce0cf9d473d55afc181173d

  • იაპონიაში სადილზე ყოფნის დროს არ გაგაკვირვოთ იაპონლების ხმამაღლა წკლაპუნმა წვნიანისა და ლაპშის მირთმევის დროს. ამომავალი მზის მკვიდრნი ამგვარად მზარეულისადმი პატივისცემას გამოხატავენ. სხვათაშორის, წვნიანი შეგიძლიათ, კოვზის გარეშე, პირადაპირ ჯამიდან მოსვათ.Udon noodle soup with prawns and peppers

 

  • ეთიოპიაში ცალკე თეფშს ნუ მოითხოვთ. სტუმრებიც და მასპინძელიც საერთო დიდი თეფშიდან მიირთმევენ. საჭმელს ან თხელ ფენად გამოცხვარ პურზე “ინჯერაზე” დებენ და ისე მიირთმევენ ან თვით “ინჯერით” იღებენ საჭმელს. ამგვარად თქვენ არც თეფში და არც ჩანგალი არ დაგჭირდებათ.cf0c6d88dbe48c1a4a1a1a9a040e68f5
image_pdfimage_print

Comments

comments