დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი დაკითხავს

დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი დაკითხავსაშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი 10 აგვისტოს ფიცის ქვეშ დაკითხავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ საკუთრ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაურკვეველია, უპასუხებს თუ არა ტრამპი კითხვებს, თუ თავს დაიცავს მეხუთე შესწორების უფლებით დახურულ კარს მიღმა ჩვენების მიცემისას.

ტრამპის ადვოკატმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ტრამპის ჩვენება ემთხვევა ნიუ-იორკის შტატის ხანგრძლივი გამოძიების დასასრულს იმის თაობაზე, მოატყუა თუ არა ტრამპის ორგანიზაციამ კრედიტორები, დაზღვევის წარმომადგენლები და საგადასახადო ორგანოები მათთვის შეცდომაში შემყვანი ფინანსური ანგარიშგების მიწოდებით.

აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენმა მარალაგოს რეზიდენციაში დაგეგმილი რეიდის შესახებ იცოდა, ისევე როგორც მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს გარიგებების საქმის კურსში იყო.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავისივე სოციალურ ქსელ „თრუსში“ დაწერა.

„საშინელება მოხდა გუშინ მარალაგოში. ჩვენ მესამე სამყაროს ქვეყნებზე უკეთესი არ ვართ, ბანანის რესპუბლიკაა. ეს არის კოორდინირებული თავდასხმა რადიკალი მემარცხენე დემოკრატებისა და ადგილობრივი საოლქო და გენერალური პროკურორების მონაწილეობით“, – აღნიშნავს ექსპრეზიდენტი.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები პალმ ბიჩზე მდებარე მის სახლში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.

image_pdfimage_print

Comments

comments