საქართველოში ყველა კატეგორიის პენსიონრისთვის პენსია იზრდება

ღარიბაშვილი ირაკლიიანვრიდან ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მილიონი ლარით.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე, სხვაგან 365 ლარი.

„70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი.

ასევე გარდა პენსიისა, გათვალისწინებული გვაქვს მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა სოციალური გასაცემელს ზრდა 65 ლარით, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშთა დახმარება თითქმის გავასამმაგეთ უკვე. იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. ესეც გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, იმისდა მიხედვით, როგორ ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს და როგორი შემოსავლები, რომ ეს კიდევ გავზარდოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება, 2023 წლის იანვრიდან კი 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა საჯარო მოხელის ხელფასი 10%-ით გაიზრდება.

„რაც შეეხება განათლებას, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვა. საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები იზრდება, ასევე მანდატურების ხელფასები გაიზრდება, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება 10%-ით. ეს 10%-იანი ზრდა შეეხება ყველა საჯარო მოხელეს. ჩვენ ასევე გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას, ბატონო მიხეილ. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაკეთეთ გეგმა, 800 სკოლა არის ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში, ამისთვის ძალიან დიდი თანხებია გამოყოფილი, დაახლოებით მილიარდ ლარამდე სამი წლის განმავლობაში და ამ მიზნით, 2023 წელს 300 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული ბიუჯეტში. 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრიდან. მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments