1967 წელს აფხაზეთში გლეხებმა წარწერიანი ქვები აღმოაჩინეს... შინაარში მეფე გიორგი II-ის შესახებ მოგვითხრობდა


აფხაზთა მეფეთა დივანი - ვიკიპედიაგიორგი II    (922–957)  კონსტანტინე  III–ის  ძე იყო. მამის  სიკვდილის შემდეგ  გიორგის სამეფო ტახტს ეცილებოდა  უმცროსი ძმა ბაგრატი. კონსტანტინეს გიორგი შეეძინა ადარნასესს ასულისგან, ხოლო ბაგრატი მეორე ქორწინებიდან, სომეხთა მეფის ასულისგან.  მაგრამ ბაგრატი მალე გარდაიცვალა და გიორგიმ განიმტკიცა მეფობა.

მან ქართლის გამგეობა თავის უფროს ძეს კონსტანტინეს  ჩააბარა, მაგრამ მან ურჩობა დაიწყო, აუჯანყდა მამას:”ვითარ დაყო  სამი წელიწადი იწყოდ  მტრობად მამისა თვისისა და ძებნად მეფობისა”.  კონსტანტინემ  უფლისციხე გაამაგრა. გიორგიმ “ვითარ დაიდასტურა  განდგომა ძისისა თვისისა”  გაილაშქრა დიდი ჯარით , ალყა შემოარტყა ციხეს და მოტყუებთ  ხელში ჩაიგდო ურჩი შვილი. მამამ არ აპატია კონსტანტინეს ურჩობა და  სიკვდილით დასაჯა. იგი ჯერ დაამბრმავეს, შემდეგ მრავალი წამებისაგან გარდაიცვალა.  მის ადგილზე კი გიორგიმ თავისი მეორე ძე – ლეონი დასვა.

ხოფის ეკლესიის წარწერა

გიორგიმ კახეთის წინაარმდეგ გაილაშქრა, “მოსწუა და ასწყვიდა და წარვიდა თვისადვე ქვეყნად”,  შეიპყრო კკვირიკე ქორეპისკოპოსი. კვირიკემ აღიარა  გიორგის ბატონობა კახეთზე  და აფხაზთა მეფემ  იგი გაანთავისუფლა.  მაგრამ კვირიკემ ფიცი გატეხა და გიორგის განუდგა.  მეფემ თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით ჯარი გააგზავნა კახეთში. ამ ლაშქრობის დროს გიორგი უეცრად გარდაიცვალა და ლეონი იძულებული გახზდა  ზავი დაედო კვირიკესთან . კვირიკემ კვლავ აღიარა აფხაზთა მეფის ბატონობა.

გიორგის მეფობის დროს  აფხაზეთის სამეფომ საზღვრები გაიფართოვა და ქართულ სამეფო–სამთავროებს შორის პირველლობა მოიპოვა. გიორგის აქტიური ხელშეწყობით X ს. II ნახევარსი  ოსეთში ქრისტიანობა  სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.  კონსტანტინოპოლის  პატრიარქი  ნიკოლოზ მისტიკოსი მადლობას უხდის გიორგი II–ს  ალანთა მეფისა და  ხალხის  გაქრისტიანების ხელის შექყობისთვის.  ამავე დროს პატრიარქი სხვა გაგაზავნილ წრილებში  გიორგი II–ს უწოდებს “ბრწყინვალე  ექსუსიატს” (ექსუსიატი – “მფლობელი”).

ქართული წყარო  გიორგის ეკლესიათა აღმაშენებელს უწოდებს . მან დააარსა ჭყონდიდის ( მარტვილის) საეპისკოპოსო კათედრა.

1967 წელს ხოფში  ადგილობრივმა გლეხებმა მიწის სამუშაოების დროს წარწერიანი ქვები აღმოაჩინეს, რომელიც დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში მიიტანეს. მალე ხელოვნებათმცოდნე ლეონ შერვაშიძემ ხოფში ორი დარბაზული ტიპის ეკლესია აღმოაჩინა, მათ შორის ერთ-ერთის გაწმენდისას დამატებით აღმოჩნდა წარწერიანი ქვების ფრაგმენტები. ამ ფრაგმენტებმა, ადრე აღმოჩენილი წარწერის სხვადასხვა ფრაგმენტებთან ერთად, შექმნეს ქვის ერთიანი ფილა ქართული ასომთავრული წარწერით, რომელიც ხოფის (ხუაფის) ტაძრის ფასადის ქვას წარმოადგენს. ფილის შუაში გამოსახულია რელიეფური, ტოლმკლავებიანი მალტური ჯვარი წარწერით  “ჯ(ვარ)ჲ ქ(რისტჱ)სჲ.“” წარწერის პირველაღმომჩენის ლეონ შერვაშიძის მიხედვით, ტექსტის შინაარსი მოგვითხრობს გიორგი მეფის მიერ, ქალიშვილის – გურანდუხტის დაბადების გამო, წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელზე ტაძრის მშენებლობის ისტორიას.

გიორგი II–ის  მეფობის დროს  აფხაზეთის სამეფო  გამხდარა ერთ–ერთი  ცენტრი ქართული საეკლესიო მწერლობისა. ამ დროს  აფხაზეთში მოღვაწეობდა  განთქმული  ქართველი მწერალი, პოეტი–ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი, რომლის საგალობელნი, საეკლესიო ჰიმნები  ქართულ ენაზე აფხაზეთიდან ვრცელდებიან  მთელს საქართველოში.  გიორგი II  პირადად მფარველობდა მას.  იოანე მინჩხის ერთ–ერთ ჰიმნს დართული აქვს  გიორგი მეფის  სახოტბო  წარწერა:”ესე გალობანი მას კარგსა გიორგი მეფესა, დიდისა, დიდითა ვედრებითა აღუწერვებიან მინჩხისადა”.