მზიურის პარკს დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია დაუბრუნდა

მზიურის პარკს დაახლოებით ორი ჰექტარი ტერიტორია დაუბრუნდა “მზიურის” პარკის ტერიტორიაზე არსებული  18 000 ათას კვადრატული მეტრამდე  ფართობის მიწა   დედაქალაქის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „მზიური“ ქალაქის თანამედროვე ისტორიისა და კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

„ყველას კარგად გვახსოვს ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში დანერგილი იყო და ყოველდღიურად ხდებოდა. ეს იყო მწვანე არეალების, სპორტული მოედნების მიტაცება და მათ ადგილზე გარკვეული სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა, 2017 წლიდან რადიკალურად შეიცვალა მიდგომები, რადგან ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, დედაქალაქი იყო კიდევ უფრო მწვანე, იყოს კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე.

თქვენ იცით მზიურის პარკი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცეა და დიდი ისტორიის მატარებელია. თავის დროზე თბილისისთვის მორიგი ფილტვის გაჩენასა და ვერეს ხეობაში პარკის გაშენებაზე ცნობილი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე ბევრს საუბრობდა. იგი თბილისელებს მოუწოდებდა, თითო აგური მიეტანათ ვერეს ხეობაში ოცნების ქალაქის ასაშენებლად, სადაც პატარები ბეთანიიდან მონაბერ სუფთა ჰაერზე დაისვენებდნენ.

იცით, რომ ორი წლის წინ მოხდა პარკის სრული განახლება. თუმცა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ სრულყოფილად პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რადგან გარკვეული ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში. მინდა, გადაწყვეტილება გავაცნო თბილისელებს – მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომელიც დაახლოებით 18 000 ათასი კვადრატული მეტრია. ეს არის მზიურის პარკის გაყოლებაზე. ეს ტერიტორია დღეს არის ცუდ მდგომარეობაში, რადგან კერძო საკუთრებაში შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება. კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხდება ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა. დედაქალაქის მთავრობაზე საკითხი უკვე გავიტანეთ, გადაიგზავნება საკრებულოში და გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments