“ბოლო პერიოდში გავრცელებულია ძირითადად ოთხი სახის ვირუსი” – მაია ჩხაიძე

კვლევა ლაბორატორია ექიმი„ბოლო პერიოდში სტაციონარშიც და ამბულატორიაშიც მომართვიანობა გაზრდილია, იმიტომ, რომ მაღალია ავადობა და გავრცელებულია ძირითადად ოთხი სახის ვირუსი, – ამის შესახებ ციციშვილის კლინიკის პედიატრმა მაია ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე ხშირად ეს არის რინოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ხშირად ამ ეტაპზე გვხვდება. როგორც მაია ჩხაიძემ აღნიშნა, ასევე არის გრიპის შემთხვევები და კორონავირუსული ინფექცია.

„ბოლო პერიოდში სტაციონარშიც და ამბულატორიაშიც მომართვიანობა გაზრდილია, იმიტომ, რომ მაღალია ავადობა და გავრცელებულია ძირითადად ოთხი სახის ვირუსი. ყველაზე ხშირად ეს არის რინოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ხშირად ამ ეტაპზე გვხვდება. ასევე, არის გრიპის რამდენიმე შემთხვევა და კორონავირუსული ინფექცია, ის რასაკვირველია არსად წასულა და ისევ ცირკულირებს. დაახლოებით 20% ავადობის კორონავირუსულ ინფექციაზე მოდის. ყველას კლინიკური ნიშნები მსგავსი აქვთ. მაღალი ცხელება ახასიათებთ, რომელიც 5-6 დღე გრძელდება და ცხელების საწინააღმდეგო მედიკამენტებს ძალიან ძნელად ემორჩილებიან. რაც შეეხება რესპირატორულ-სინციტიურ ვირუსს, ის განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს და უფრო 2 წლამდე ბავშვები ავადობენ. ჩვილები და ახალშობილები განსაკუთრებით საყურადღებონი არიან, იმიტომ, რომ მათ საშუალო და მძიმე შემთხვევების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ“,-განაცხადა ჩხაიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments