28 დეკემბერი – კინოს სართაშორისო დღე

ძველი კინოკინემატოგრაფია, როგორც ხელოვნება, XX საუკუნეში ჩამოყალიბდა. კინოს დაბადების თარიღად 1895 წელს მიიჩნევენ, ზოგჯერ კინოს დაბადების დღესაც მიუთითებენ – 1895 წლის 28 დეკემბერს. ამ დღეს ოგიუსტ და ლუი ლიუმერებმა სინემატოგრაფის, ანუ ,,ცოცხალი ფოტოგრაფიის” სადემონსტრაციო სტაციონარი გახსნეს პარიზის ,,გრანდკაფეში”.

საქართველოს ტერიტორიაზე პირველი კინოჩვენება ძმები ლუმიერების კინემატოგრაფის აპარატით 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა. თბილისი სულ რამდენიმე თვით ჩამორჩა პარიზსა და რუსეთის იმპერიის დედაქალაქ სანქტ-პეტერბურგს, სადაც პირველი კინო იმავე წლის მაისს აჩვენეს.

„სათავადაზნაურო თეატრი. დღეს, 16 ნოემბერს აჩვენებენ განთქმულს მთელს ევროპაში კინემატოგრაფს, ცხოველი ფოტოგრაფიული სურათი ლიუმიერისა. დასაწყისი 8 საათზედ. ადგილების ფასი ძლიერ დაკლებულია“
(ცნობის ფურცელი)

1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად მოსკოვიდან თბილისში ჩაიტანა „ლატერნა მაგიკა“ და იმით აწყობდა ჩვენებებს, მალე დიღმელოვმა შეიძინა სინემატოგრაფი ლუმიერების სისტემის საპროექციო აპარატურა და ჯონ მორისის ფსევდონიმით საქართველოს სხვადასხვა მხარეები მოიარეს საკუთარი პროგრამით. ორი წლის შემდეგ დიღმელოვებმა ამავე პროგრამით იმოგზაურეს რუსეთში, აზერბაიჯანში, შუა აზიასა და თურქეთში.

Чарли, это грандиозно: 12 немых фильмов, которые надо смотреть вместе с детьми – Афиша-Кино1904 წლისთვის მათი პროგრამა ამოიწურა. ამავე წელს თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე რესტორან „დათვის“ შენობაში გაიხსნა პირველი სტაციონარული კინოთეატრი „ილუზიონი“. 1905 წელს სოფია ივანიცკაიამ, ოდესელმა ბიზნესმენმა, მუშტაიდის ბაღში საზაფხულო კინოთეატრი გახსნა. მანამდე ის ფილმებს სათავადაზნაურო თეატრში (დღევანდელი გრიბოედოვის თეატრი) და ძმები ნიკიტინების ცირკში უჩვენებდა. მანვე ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა ალექსანდრე დიღმელოვს კინო ქრონიკების გადასაღებად.

“თბილისს, რომლის მცხოვრებნი ესეოდენ უჩივიან უფულობას, უყვარს გართობა და დროსტარება. არა მარტო კლუბები, თეატრები, ცირკი და კინემატოგრაფის დარბაზებია ყოველ საღამოს გადაჭედილი, არამედ რესტორნები და ლუდხანებიც“
(„კაუკაზიშე პოსტი“)

1906 წელს თეატრისა და კინოს გამოჩენილი რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა გადაიღებს პირველ ქართულ მხატვრულ ფილმს „ქრისტინე“ , სადაც მან ლუმიერების პირველი სენსაციური სიუჟეტის ციტირებას მიმართავს.

,,დიდი მუნჯი” კინო 1927-1929 წლებში ალაპარაკდა. ხმის გამოგონება თავდაპირველად ცუდად იქნა აღქმული. ჩარლი ჩაპლინი ეწინააღმდეგებოდა ხმას. მას სიტყვა ,,კინოს თვითმკვლელობად” მიაჩნდა. თუმცა, წინააღმდეგობების მიუხედავად, ხმა და სიტყვა კინოს განუყოფელ ნაწილად იქცა. ხმოვანი ფილმი გზას იკვალავდა და დღემდე განაგრძობს წინსვლას. ინტერნეტის ეპოქამ  კინოთეატრების არსებობას თითქოსდა საფრთხე შეუქმნა, თუმცა დიდ ეკრანზე გაშლილ კინოსფილმების ხიბლი დღემდე  აქტუალურია.  მეტიც,  3D ფორმატის შექმნამ კინემატოგრაფიის ისტორიაში ახალი ფურცელი შექმნა.

აღსანიშნავია, რომ  მუნჯ კინოს არც XXI  საუჯკუნეში დაუკარგავს აქტუალურობა. კინოკლასიკის შედევრებს სიამოვნებით უყურებენ  მტელი მსოფლიოს მასშტაბით.  ყველა დროის 12 საუკეთესო ფილმს შორის, რომელიც 1958 წელს დაასახელეს, 9 მუნჯი ფილმი იყო.

 

premiumi.ge

 

image_pdfimage_print

Comments

comments