“სააკაშვილი ქართველთმოძულეა…ყველამ მოვისმინეთ, ქართველ ხალხზე რას ფიქრობს”

volski, ვოლსკისაქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ   კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „საკუთარ თავს 100 პროცენტით უკრაინელად გრძნობს“.

„მიხეილ სააკაშვილი  ეს ერთი საკითხია. ის, რომ ქართველთმოძულეა, ეს მეორე საკითხია, რაც არაერთხელ გამოვლინდა, მათ შორის იმ ფარულ ჩანაწერებში, რომელიც სწორედ უკრაინიდან იყო გაჟღერებული და ყველამ მოვისმინეთ, ქართველ ხალხზე რას ფიქრობს. ვიცით მისი ღია განცხადებები, რას წარმოადგენდა ქართველი ხალხი, რა დაბალ კულტურულ დონეზე იყო და როგორ შემოიტანა განათლების სინათლე საზოგადოებაში. ამაზე თავად საუბრობდა, ისევე როგორც იმაზე, რომ აუცილებელია სისხლის დაღვრა და რომ მისი წამების მართვის სისტემა სწორად მოქმედებდა, როცა ტყვიებს არ ინანებდა. არ ვიცი, თავს რად გრძნობს, მაგრამ ქართველთმოძულე რომ არის, ამაზე თავადაც უსაუბრია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერის  თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა თაღლითური სისტემა, რომელიც ლამობს დესტაბილიზაციას, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლას და ამ სისტემის ნაწილად იქცა სალომე ზურაბიშვილიც.

„გულუბრყვილო კითხვაა, როდესაც ვამბობთ, სალომე ზურაბიშვილზე „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა იგრძნობა თუ არა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა თაღლითური, აგრესიული სისტემა, რომელიც ლამობს პოლიტიკურ ველზე მდგომარეობის შერყევას და დესტაბილიზაციას, ასევე ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლას. ამ სისტემის ნაწილად იქცა სალომე ზურაბიშვილი – თუ მის განცხადებებს მოვუსმენთ, გავაანალიზებთ, თუნდაც საზოგადოების ნაწილის, მისი ამომრჩევლის მიმართ. შეგნებით აკეთებს თუ შეუგნებლად, ამაზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ რაც უკვე ფაქტია და ჩვენს თვალწინ ხდება, ამას ვერ უარვყოფთ. რისი ნაწილია – „ნაცმოძრაობის“, „ლელოსი“ თუ „სტრატეგია აღმაშენებლის“, ამას ზუსტად ვერ გეტყვით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

image_pdfimage_print

Comments

comments