5 მლნ-მდე საერთაშორისო მოგზაური და მოგზაურობიდან მიღებული 3 მლრდ დოლარზე მეტი – ტურიზმი 2022

turisty-v-gorah2022 წელს ტურიზმს საკმაოდ ბევრი გამოწვევა ჰქონდა. ტურისტული სექტორი, რომელიც კოვიდ პანდემიისგან აღდგენას ცდილობდა, თებერვალშივე ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, შედეგად დაიხურა უკრაინის საჰაერო სივრცე და საქართველომ ავიარეისების 15% და შესაბამისად სოლიდური ტურისტული ნაკადები დაკარგა.

ამავე პერიოდში, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის გამო საქართველოს საზღვრებს რუსეთის მოქალაქეების მასიურად მოაწყდნენ და ქვეყანაში შემოსვლა ოჯახებთან ერთად დაიწყეს. ნაწილი ქვეყანაში მოკლე ხნით შემოვიდა და საქართველო რამდენიმე კვირაში ან თვეში დატოვა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ქვეყანაში გრძელვადიანი პერიოდით შემოვიდნენ, ბინები იქირავეს ან იყიდეს. ამან კი ქვეყნის უძრავო ქონების ბაზარზე დიდი გავლენა მოახდინა, გაიზარდა გაყიდვები და გაიზარდა ქირა.

ტურიზმი ციფრებში

2022 წლის 11 თვეში საქართველოში 4,862,247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, შესაბამისად, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +185.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ს შეადგენს.

2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 3,348,333 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +133.7%-ით მეტია გასული წლის 11 თვესთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების 70.2 % აღდგენილია.  იმავდროულად, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

2022 წლის იანვარი-ნოემბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,159,558,975 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 103.5% აღდგენაა (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარი-ნოემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +2,040,668,275 (+182.4%) აშშ დოლარით.

ტურისტული მოვლენები

2022 წელს ცნობილი გახდა, რომ საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც უდიდესი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულებების წარმოჩენისთვის.Cancun and Riviera: What's behind the leaders of Mexican tourism -  LookOutPro

მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს. კოვიდ პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113,500 ბიზნეს ვიზიტორი სტუმრობდა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში არის ომი და ტურიზმის წინაშე არაერთი გამოწვევა დგას, ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ საქართველოს, კონკრეტულად კი ბათუმს, ევროპის შემდეგ მსოფლიოს ტურისტული ოსკარი და მორიგი აღიარება მიეღო.

ოქტომბერში კუნძულ მალიორკაზე World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად კიდევ ერთხელ აღიარეს. ბათუმი ასევე ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი.  აღსანიშნავია, რომ ბათუმმა ევროპული ე.წ. „ტურიზმის ოსკარი“ პირველად 2019 წელს მოიპოვა და World Travel Awards-ის გამარჯვებული გახდა. ბათუმი ტურიზმის „ოსკარი“-ს მსოფლიოს ნომინაციებში პირველად იყო წარმოდგენილი და ამ ნომინაციაში ისეთი ქვეყნების ტურისტულ ქალაქებთან შევიდა კონკურენციაში, როგორებიცაა საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია.

წელსვე მსოფლიო აღიარება მოიპოვა მესტიამაც. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის „Best Tourism Villages by UNWTO“ -ის ერთ-ერთი გამარჯვებული მესტიაა. აღსანიშნავია, რომ მესტია შერჩეულ იქნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის 130-ზე მეტი დანიშნულების ადგილის აპლიკაციას შორის, რაც უდიდეს მიღწევას წარმოადგენს.

წელსვე საქართველომ უმასპინძლა უპრეცედენტო პროექტს: GET LOST WIZZAIR. აგვისტოში ქუთაისი არაბეთის გაერთიანებული საამიროდან ჩამოსულ 100 საერთაშორისო მედიაწარმომადგენელს, ბლოგერსა და ინფლუენსერს (მეწყვილეებთან ერთად) მასპინძლობდა.
„GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ ავიაკომპანიის უკვე აპრობირებული პროექტი ითვალისწინებს ინფო-ტურს, რომლის მონაწილეები გამომგზავრების დასაწყისში არ ფლობენ ინფორმაციას მათი მოგზაურობის დანიშნულების ადგილის შესახებ და პროექტის გამარჯვებულ ქალაქში (ქვეყანაში) მათი ჩასვლა არის სიურპრიზი.

როგორც აფასებენ ტურიზმის პოლიტიკის განმსაზღვრელი პირველი პირები ტურიზმის სექტორს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკამ მოლოდინს გადააჭარბა.

„2022 წელი საკმაოდ წარმატებული და გამოწვევებით სავსე გვქონდა. ტურიზმის სექტორში აღდგენის დინამიკამ მოლოდინებს გადააჭარბა. შემოსავლებს რაც შეეხება, ჩვენმა ქვეყანამ 11 თვის მონაცემებით უკვე მიიღო 3 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი, რაც 100%-იანი აღდგენაა 2019 წელთან შედარებით. მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე 2019 წლის შემოსავლებს გადავაჭარბებთ. საერთო სურათში გაზრდილია მხარჯველუნარიანი ტურისტების წილი. მნიშვნელოვანია, რის საფუძველზეა გაზრდილი მხარჯველუნარიანობა. ერთია, რომ საჰაერო გზით შემოსული ტურისტების წილი გაიზარდა, მეორე გაზრდილია ასევე ქვეყანაში დარჩენის ხანგრძლივობა. მესამეა, რომელმა ქვეყნებმა შეიტანეს დიდი წვლილი დანახარჯებში: ეს არის სპარსეთის ყურის ქვეყნები. განსაკუთრებით გამოვყოფდი საუდის არაბეთს, გაერთიანებულ საამიროებს და ასე შემდეგ, რომლებიც გამოირჩევიან, როგორც მაღალმხარჯველუნარანობით, ასევე სწრაფი ზრდის დინამიკით. ეს ბაზარი თავის წინა წლის შედეგებს ყოველთვის აუმჯობესებს“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

მინისტრის მოადგილის თქმით, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი ბაზარია ისრაელი, პოლონეთი და ევროპის ისეთი მიმართულება, როგორიცაა გერმანია.

„ჩვენი მარკეტინგული კამპანია და დანახარჯები პირდაპირ ისახება ტურისტული ვიზიტორების ზრდაზე და შესაბამისად შემოსავლებზე. ამიტომ ეს დივერსიფიკაციის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და ამის ერთგულები ვრჩებით და ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას. 2023 წლის მოლოდინი საკმაოდ პოზიტიურია,“- აცხადებს ქვრივიშვილი.

იაფი ტურისტი, თუ 700 მილიონიანი ზარალი – ტურისტული სეზონი საქართველოში,  პოლიტიკური კრიზისის ფონზე | Dalma News

ქვრივიშვილის თქმით,  საქართველოს ტურიზმის სტატისტიკაში მეზობელი ქვეყნების წილი ყოველთვის საკმაოდ მოცულობითი იყო .

„რუსეთის წილი ჩვენს მთლიან სტატისტიკაში 2019 წელს იყო დაახლოებით 25%. დღეს დინამიკა  25%-საც კი არ აღემატება, დაახლოებით 23%-იანი წილი აქვს  რუსეთის ბაზარს დღეს  ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიაში. ერთის მხრივ ჩამორჩება 2019 წელს, აღდგენის ნაწილში და მეორეს მხრივ ბუნებრივი დინამიკაა.

როდესაც ქვეყანას გააჩნია სახმელეთო საზღვარი, რომელიმე ქვეყანასთან, გამტარუნარიანობა ბევრად უფრო დიდია. სწორედ ამიტომ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და სომხეთი ყოველთვის მოწინავეა.  იმის გამო, რომ დივერსიფიცირება და მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, გვინდა, რომ სახმელეთო გზით შემოსული ტურისტების რაოდენობამ დაიკლოს, ხოლო საჰაერო გზით შემოსული ტურისტების რაოდენობამ მოიმატოს.

ის დანაკლისები, რომელიც წელს ჩვენიდან დამოუკიდებელი მიზეზების ფონზე გაგვიჩნდა, მაქსიმალურად შევეცადეთ რომ დაგვებალანსებინა.“ – აცხადებს ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი, რომელიც ბოლო წლებში ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებდა, აცხადებს, რომ ქვეყანამ 2022 წელს 5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა.

„ზოგადად 2022 წელი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი კონკურენტუნარიანობით ხასიათდება. კოვიდის შემდეგ პერიოდში ყველა ქვეყანამ აქტიურად დაიწყო ტურისტული ნაკადების მიღება, აღდგენა და მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესება. ჩვენთვის 2019 წელი არის საბაზისო მაჩვენებელი, რომელზედაც არამხოლოდ ორიენტირებული ვართ, რომ აღვადგინოთ, არამედ რაც შეიძლება მალე გადავასწროთ კიდეც.საქართველოში ყველაზე პოპულარული ტურისტული ზონები პრომეთეს მღვიმე, მარტვილის  კანიონი, სათაფლია და წალკის კანიონია | საინფორმაციო ...

საქართველოსთვის 2019 წელი რეკორდული იყო, რადგანაც 9,4 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს ვუმასპინძლეთ, რაც აისახა შემოსავლებში. ჩვენთვის ეს ამოსავალი წელი იყო, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნებოდით ამ მაჩვენებლებს. მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მსოფლიოს ქვეყნებმა გაწერეს გეგმა, რომ აღდგენა მოხდებოდა 2022-წლიდან 2024 წლის ჩათვლით.  2022 წლის მონაცემებს რომ გადავხედოთ, 5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლეთ უკვე და 56%-იანი აღდგენა გაქვს. ეს მონაცემები კი ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ უკრაინაში ომმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ტურიზმზე. 2022 წელზე მოლოდინი უფრო მაღალი იყო, რომ არა მიმდინარე მოვლენები. თუმცა ჩვენ ვართ ძალიან მორგებული არსებულ გამოწვევას და ამის მიხედვით დგება ჩვენი მარკეტინგული აქტივობები, არაერთხელ გადაიხედა იგივე „ტურიზმის სტრატეგია —  2025“.

საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ გალფის, ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და სამივე მიმართულებით ჯერ კიდევ მიმდინარე მარკეტინგული კამპანიებია და ჩვენს ტურისტულ პროდუქტებზე   წვდომა მილიონობით ადამიანს აქვს.

კოვიდის შემდეგ პერიოდში  პროდუქტის მოთხოვნის ტენდენციაც შეიცვალა. დღეს მსოფლიოში ინტერესი უფრო გაზრდილია სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით, ეკო და აგრო ტურიზმის მიმართულებით და გასტრონომია გახდა ძალიან პოპულარული. ამდენად ჩვენ ჩვენი ტურისტული პროდუქტების ფორმირება და გეგმარება ამ კუთხითაც დავიწყეთ,“ — აცხადებს  მედეა ჯანიაშვილი.

ტურიზმის აღდგენის დინამიკით კმაყოფილნი არიან აჭარაშიც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინა ზოიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ რეგიონში განთავსების ობიექტები საკმაოდ მაღალი დატვირთულობით მუშაობენ.

„2022 წელს ტურიზმის სექტორში ბევრი გამოწვევა იყო. ტურიზმის სექტორს მოუხდა აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე, როგორც სერვისის მხრივ ასევე აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ფრენების აღდგენაზე. შესაბამისად, აჭარის რეგიონს საკმაოდ მაღალი აღდგენის კოეფიციენტი ჰქონდა. პანდემიის მიუხედავად რეგიონს არ შეუწყვეტია მუშაობა ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. შედეგად 2022 წელს რეგიონს 100-ზე მეტი ტურისტული ობიექტი შეემატება. კარგად გვესმის, რომ როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე სერვისის რჩება გამოწვევად. გეტყვით, რომ სერვისის მხრივ ლოიალობის კოეფიციენტის 10%-იანი ზრდა გვაქვს.

კერძო სექტორში დატვირთულობა გაზრდილია. Airbnb-ს მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ბათუმში10%-ით გაზრდილია, როგორც საცხოვრებელი ადგილების რაოდენობა, ასევე დატვირთულობა. სასტუმროებშიც საკმაოდ მაღალი დატვირთულობა გვაქვს. ზოგიერთ სასტუმროში დატვირთულობა მთელი წლის განმავლობაში 95%-ზე მაღალი იყო“, – აცხადებს ზოიძე.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments