მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ, თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება

omi, ომითურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ,  თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.

„მოამბის“ წამყვანის კითხვაზე, ქართველების ნაწილს, რომლებიც მიწისძვრით დაზარალდნენ და სურთ სამშობლოში დაბრუნება, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ, ხომ არ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები ამ ადამიანების დასახმარებლად, თურქეთში საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ სატელეფონო კომუნიკაცია შედგა მინისტრთან და ხვალისთვის გაცხადდება კონკრეტული სქემა, როგორ მოხდება მათი დახმარება.

„როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, სირიაში კი, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 3 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ორივე ქვეყანაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ღამით სამძებრო სამუშაოებს ყინვა ართულებს.  გაერო-ს მონაცემებით, ორივე ქვეყანაში 870 000 ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარულ დახმარება.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.

image_pdfimage_print

Comments

comments