მსოფლიოს გამოქვაბულებში აღმოჩენილი 40 000 წლის სიმბოლოები შეიძლება ყველაზე ადრეული დამწერლობა იყოს

 40,000 წლის წინანდელი სიმბოლოები, რომლებიც აღმოჩენილია გამოქვაბულებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით , შესაძლოა ყველაზე ძველი დამწერლობა იყოს . მიჩნეულია, რომ  ყველაზე ადრეული დამწერლობის სისტემები შუმერებისგან წარმოიშვა  ძვ.წ.აღ.  3400 წ.

 ამ თეორიას ჯერჯერობით არქეოლოგიური მტკიცებულებები ადასტურებს. მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ყველაზე ადრეული დამწერლობის სისტემები არსებობდა რამდენიმე ათასი წლით ადრე, ვიდრე 5000 წლის წინანდელი ლურსმული ფირფიტები. უფრო მეტიც, პალეოანთროპოლოგი ჟენევიევ ფონ პეცინგერს მიაჩნია, რომ დამწერლობის ეს პრეისტორიული ფორმები შედგებოდა უნივერსალური სიმბოლოებისგან, დღევანდელი ენით რომ ვთქვათ  emoji–ს სიტემას წარმოადგენდა.
გამოქვაბულის კედლებზე გამოკვეთილი სიმბოლოების ერთობლივად შესწავლამ  შეიძლება ახალი ერა გახსნას ისტორიაში და   დაარღვიოს  მცნება, რომ  შუმერულ დამწერლობამდე კაცობრიობა “ბნელი” იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმბოლოები შეიძლება არასოდეს იყოს გაშიფრული და მათი მიზნები დაფარული იყოს ათასობით წლის დროებითი განცალკევებით, ისინი ნათლად აჩვენებენ, რომ ადამიანებში „განათლების კერა არ ქრებოდა მრავალი ათასი წლის წინაც“.
40000 წლის წინ ადრეულმა ადამიანებმა  ცხოველთა ნახატების გარდა შეიმუშავეს ნიშნების სისტემა, რომელიც საოცრად ემთხვევა ერთმანეთს დედამიწის  სხვადასხვა კონტინენტზე. ფონ პეცინგერმა წლები დახარჯა ამ სიმბოლოების  ერთ კატალოგად შეკრვისთვის , მოინახულა 52 გამოქვაბული – საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და პორტუგალიაში. სიმბოლოები, რომლებიც მან აღმოაჩინა, წარმოადგენდნენ წერტილებს, ხაზებს, სამკუთხედებს, ოთხკუთხედებს  და ზიგზაგებს, ასევ  უფრო რთულ ფორმებამსაც  როგორიცაა კიბეების , ხელის მტევნის, ბუმბულის და სახლის ნახატები.
 ”ათობით ათასი წლის განმავლობაში ჩვენი წინაპრები, როგორც ჩანს, საოცრად თანმიმდევრულნი იყვნენ იმ სიმბოლოებში, რომლებსაც იყენებდნენ.” ფონ პეცინგერი ამ სისტემაში  ხედავს ადამიანების ევროპაში აფრიკიდან მიგრაციის შედეგს. „ვერ ვიტყვი, რომ ახალი რამ გამოიგონეს, ეს ერთი სისტემაა“,–  წერს ის თავის წიგნში „პირველი ნიშნები: მსოფლიოს უძველესი სიმბოლოების საიდუმლოების გახსნა“.
ჟენევიევ ფონ პეცინგერი აღნიშნავს, რომ იმ დროს კომუნიკაცია აბსტრაქტული ნიშნების საშუალებით ხდებოდა და ამს სისტემას თანამედროვე სამყაროში „ინფორმაციის გაცვლის გლობალური ქსელს“ ადარებს. 
”იმდენი ხანია ვეყრდნობოდით ადრეული ადამიანების  იმ მცირე გონებრივ მიღწევებს, რომლებიც ჩვენამდე მოვიდნენ, რომ არც წარმოვიდგენთ , რომ მათ შეეძლოთ დაეტოვებინა პირდაპირი  წერილობითი  ჩანაწერები.  ეს სიმბოლოები  ადამიანების მიგრაიასთან ყველგან ვრცელდებოდა, ისინი გვხვდება არა მხოლოდ გამოქვაბულებში, არამედ უძველეს ყელსაბამზე,  დამაგრებულ ირმის კბილებზე და სხვა ნივთებზე.”– განმარტავს ჟენევიევ ფონ პეცინგერი.
მეცნიერის თეორიის თანახმად, „გამოქვაბული და კლდის ხელოვნება წარმოადგენს ლინგვისტური გამოხატვის საშუალებას და ამ ხელოვნების ირგვლივ არსებული სიმბოლოები შეიძლება წარმოადგენდეს კომუნიკაციის ამ ფორმის განვითარებას. ფაქტობრივად,  ეს არის პირველი დამწერლობის სისტემა, რომელსაც ადრეული ადამიანები  ათობით ათასი წლის წინ იყენებდნენ. 
image_pdfimage_print

Comments

comments