
აღნიშნული განცხადება მიშელმა კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შემდეგი ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე მოლდოვას და უკრაინასთან დაკავშირებით, საქართველოსთვის კი- ევროპულ პერსპექტივაზე. ასევე, დისკუსიები მიმდინარეობს დასავლეთ ბალკანეთის შესახებ. მინდა, დავადასტურო, რომ მე ვაპირებ ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს სხდომაზე წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე გაწევრიანების შესახებ. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.