სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეებში დარღვევები გამოავლინა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიღებული სატელეფონო შეტყობინებების საფუძველზე, რომელიც გარდაბანსა და რუსთავში შაურმით 10 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტებს ეხებოდა, მოკვლევა ჩაატარეს.
შემოწმდა რუსთავში, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე ი. მ “ილგარ მამედოვისა” და გარდაბანში, აღმაშენებლის 48-ში მდებარე ი. მ “რამინ მამედოვის” საშაურმეები. შაურმის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა მეზოფილურ-აერობული, ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმების, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების, აურეუსისა და პათოგენური მიკროორგანიზმის – ლისტერია მონოციტოგენეზის არსებობა.

აღნიშნული დარღვევების გამო სურსათის ეროვნული სააგენტო ი.მ „ილგარ მამედოვისა“ და ი.მ „რამინ მამედოვის“ საშაურმეებში არაგეგმურ ინსპექტირებას განახორციელებს.

image_pdfimage_print

Comments

comments