“ნაციონალურმა მოძრაობამ” ანტიკრიზისული პროგრამა წარადგინა

დღეს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის შემუშავებული პროგრამა წარადგინა. ენმ-ს მიერ გავრცელებულ ანტიკრიზისულ პროგრამას და განცხადებას “ნიუპოსტი” უცვლელად გთავაზობთ.
“ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის 2,5 წელიწადის თავზე სახეზეა პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური კრიზისი. ქვეყანა არაფორმალურად, კულისებიდან იმართება.
“ქართული ოცნებას” მთავრობას არ გააჩნია ქვეყნის განვითარების ხედვა და არ შეუძლია შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა. 36 მლრდ ლარის ნაცვლად, რაც სრულიად რეალისტური იყო 7%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, დღეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 32 მლრდ ლარია. ოცნება 4 მლრდ ლარი დაგვიჯდა!
2015 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული დოკუმენტის “36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის” საფუძველზე, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიმუშავა დეტალური, სიღრმისეული წინადადებების პაკეტი “ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის”, რომლის განხილვასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ექსპერტებთან, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან და სხვა დაინეტერესებულ წრეებთან იწყებს.

image_pdfimage_print

Comments

comments